USD 2.6126
EUR 3.0364
RUB 3.0189
თბილისი
«Reuters»: „ვიქტორ ორბანის ვატერლოო? უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ არჩევნებში მისმა პარტიამ დაბალი მხარდაჭერა მიიღო“
თარიღი:  696

 „უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ნაციონალისტურმა პარტიამ, კვირას გამართულ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, მისი ყოფილი მოკავშირე - უფრო პრო-ევროპული პოზიციებით - ამბობს, რომ ახალი პარტიის წარმატება მაინც საგულისხმო იყო და ეს პოლიტიკური გარდატეხის დასაწყისია“, - ნათქვამია ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „როიტერის“ (Reuters) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ვიქტორ ორბანის ვატერლოო? უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღიარებს, რომ არჩევნებში მისმა პარტიამ დაბალი მხარდაჭერა მიიღო“ (ავტორები - ანიტა კომუვესი და გერგელი ზაკაჩი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ვიქტორ ორბანის ნაციონალისტურ-პოპულისტური პარტია „ფიდესმა“, ხმების 44%-ით, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ევროპარლამენტში ერთი მანდატი დაკარგა. თითქმის ყველა ხმა უკვე დათვლილია და ამ დროის მონაცემებით, ხმათა 30% მიიღო ვიქტორ ორბანის ყოფილი მოკავშირის პეტერ მაგიარის პარტიამ „პატივისცემა და თავისუფლება“ (უნგრულად: TISZA - Tisztelet és Szabadság Párt).

"ფიდეს"-ს ევროპარლამენტში უნგრეთის 21 მანდატიდან 11 მანდატი ექნება, მანამდე მას 13 წარმომადგენელი ჰყავდა. ახალი პარტია „ტისა" პარტია კი სავარაუდოდ 7 მანდატს გააკონტროლებს.

საარჩევნო კომისიის თანახმად, ამომრჩევლის აქტივობა რეკორდულად მაღალი იყო და 10 ათასზე მეტ საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებული ამომრჩევლის 57% მივიდა. ვიქტორ ორბანი მის არც ისე წარმატებულ საარჩევნო ასპარეზობას გამოეხმაურა და თქვა, რომ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ მაღალი აქტივობისას, მისმა გუნდმა ორივე არჩევნებში მოიპოვა გაამრჯვება - როგორც შიდა, ადგილობრივ, ისე - ევროპარლამენტის არჩევნებში.

"დღეს ჩვენ დავამარცხეთ ძველი და ახალი ოპოზიცია, მნიშვნელობა არ აქვს რა ჰქვია ახლანდელ ოპოზიციას, ჩვენ მას კიდევ და კიდევ დავამარცხებთ", - თქვა ორბანმა, რომლის გუნდიც პარლამენტს უდიდესი უმრავლესობით 2010 წლიდან აკონტროლებს. მისი გუნდის წინასაარჩევნო კამპანია, დიდწილად, იმ შიშს ეფუძნებოდა, რომ უნგრეთი უკრაინაში მიმდინარე ომში ჩათრეული არ აღმოჩნდეს.

მისმა უმთავრესმა მოწინააღმდეგე მაგიარმა კი თავის კანდიდატებს წარმატება მიულოცა და თქვა, რომ ეს "ორბანის ვატერლოო" იყო - "დასასრულის დასაწყისი". მაგიარი ორბანის კაბინეტის წევრი იყო, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი და უნგრეთის პარლამენტის წარმომადგენელი ევროკავშირში. თუმცა 2023 წლიდან ის პრემიერს დაუპირისპირდა. ქვეყანაში შემდეგი საყოველთაო არჩევნები 2026 წელს გაიმართება.

წყარო: https://www.reuters.com/world/europe/hungarys-orban-sees-weakest-support-decades-eu-vote-opposition-tisza-surges-2024-06-09/

 

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის