USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „რუსეთმა უკრაინაში 3000 ტანკის დაკარგვის შემდეგ ძველი მძიმე ტექნიკის აღდგენა დაიწყო“
Date:  

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთმა უკრაინაში 3000 ტანკის დაკარგვის შემდეგ ძველი მძიმე ტექნიკის აღდგენა დაიწყო“ (ავტორები - მარკ ტრეველიანი და გრეგ ტოროდი), რომელშიც, ლონდონის კვლევითი ცენტრის მოხსენებაზე დაყრდნობით, განხილულია რუსეთის არმიის შეიარაღებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, ტანკებთან მიმართებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ლონდონის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მოხსენების მიხედვით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პირობებში რუსეთმა ფრონტის ხაზზე 3000-ტანკი დაკარგა. მკვლევარების თქმით, ეს უდრის მოსკოვის აქტიური ინვენტარის ანუ იმ გამართული ტანკების რაოდენობას, რაც რუსეთს ომამდე ჰქონდა.

„ეს გასაოცარი მაჩვენებელია “, - ამბობს სამხედრო ანალიტიკოსი ალექსანდრ ნილი და იქვე განმარტავს, რომ 3000 განადგურებულ ტანკს შორის შესაძლოა შედარებით ძველი, საბჭოთა ტანკებიც იყოს და არა მხოლოდ ახალი ტიპის რუსული ტანკები.

მკვლევარების თქმით, რუსეთს კვლავ აქვს ომის გასაგრძელებლად დაბალი ხარისხის, თუმცა საკმარისი ინვენტარი, რომლის ჩანაცვლებასაც კრემლი წლების განმავლობაში ცდილობდა. „ზოგიერთი მათგანი შეიძლება ყოფილიყო ძველი ტანკი. ასე, რომ ერთ-ერთი დიდი კითხვაა, თუ რამდენი ტანკი დარჩა მას ძირითადი შეტევისთვის “, - ამბობს ალექსანდრე ნილი.

ლონდონში დაფუძნებული სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევა-მოხსენებებს ბევრი სამხედრო ანალიტიკოსი ეყრდნობა. ახალ კვლევაში, რომელიც რუსეთის სამხედრო ბალანსის შესახებ მომზადდა, აღნიშნულია, რომ ყოველთვიურად რუსეთს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად საწყობებიდან ათობით ტანკი გამოჰყავს და ხანდახან ეს რიცხვი 90-ს აღწევს.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთს აქვს საშუალება მზარდი დანაკარგების ფონზე საჭირო სამხედრო ტექნიკა რეზერვებიდან სამი წლის განმავლობაში მოაბილიზოს და ეს ახალი წარმოების გარეშე.

კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთს სულ 1750 ძირითადი საბრძოლო ტანკი აქვს, დაწყებული „ტ-55“-დან, „ტ-80“-ისა და „ტ-90“-ის ჩათვით. სულ კი რუსეთში ტანკების 4000 საცავია რეგისტრირებული. ამ მონაცემებზე დაყრდნობით კვლევაში ნათქვამია, რომ 2024 წლისთვის, ომი სავარაუდოდ შეინარჩუნებს იმავე ტემპს, რაც ახლა და დარჩება ორ მხარეს შორის, ერთმანეთის გადაღლის ეტაპზე.

ინსტიტუტის კვლევაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უკრაინაში ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა, თუმცა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დაგვიანებით მიწოდებულმა სამხედრო დახმარებამ რუსეთს მისცა საშუალება შეევსო მარაგები.

კვლევაზე და მონაცემების სიზუსტესთან მიმართებაში კომენტარი არ გაკეთებულა კრემლში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჟურნალისტებისა და მკვლევარების კითხვები უპასუხოდ დატოვეს.

მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ გლობალურად თავდაცვის ხარჯები 2022 წელთან შედარებით 9%-ით არის გაზრდილი და არსებობს მოლოდინი, რომ მიმდინარე წელს, ის კიდევ უფრო გაიზრდება.

წყარო: https://www.reuters.com/world/europe/russia-relying-old-stocks-after-losing-3000-tanks-ukraine-leading-military-2024-02-13/

 

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way