USD 2.7356
EUR 3.2376
RUB 3.2938
Тбилиси
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „როგორ დაიცავს თავს დონალდ ტრამპი ჯორჯიაში წაყენებული ბრალდებისგან?“
дата:  1331

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) აქვეყნებს ანალიზიტიკურ სტატია-კომენტარს სათაურით „როგორ დაიცავს თავს დონალდ ტრამპი ჯორჯიაში წაყენებული ბრალდებისგან?“ (ავტორი - ჯეკ ქუინი), რომელშიც აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჯორჯიას შტატში წაყენებული ბრალდებები და ბრალდებულის გამართლების შესაძლებლობებია გაანალიზებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპი ახალი ბრალდებისგან სავარაუდოდ თავს სიტყვის თავისუფლების არგუმენტით დაიცავს და ხმების შესაძლო გაყალბებით გამოწვეულ შეშფოთებას მოიმიზეზებს. თუმცა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯიის სასამართლოში თავის დაცვა გაუჭირდება, რადგან ნებისმიერი მოტივაციის მიუხედავად, საქმე პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპი კანონს გამიზნულად არღვევდა.

"თუნდაც მას ეფიქრა, რომ იმის უფლება ჰქონდა, რაც ჩაიდინა, ეს არ ამართლებს თაღლითურ აქტივობას", - ამბობს ყოფილი ფედერალური პროკურორი დანია პერი. მისი თქმით, "რომც გჯეროდეს, რომ ვინმე სხვას ბანკში შენი კუთვნილი ფული უდევს, ეს არ ნიშნავს, რომ მისი გაფლანგვის უფლება გაქვს".

შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს 15 აგვისტოს ახალი ბრალი წაუყენეს. ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის საბრალდებო დასკვნა დონალდ ტრამპს შეთქმულებაში და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლის მცდელობაში ადანაშაულებს.

ფულტონის ოლქის პროკურორმა ფანი უილისმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს და მის თანაშემწეებს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის 41 პუნქტით წაუყენეს. აქედან 13 პუნქტი თავად ექს-პრეზიდენტს ეხება. მათში შედის რეკეტი, ყალბი განცხადებები და საჯარო მოხელეების კანონდარღვევისკენ წაქეზება.

ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობას აპირებს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. ბრალდების გამოქვეყნებამდე, მან პროკურორი პარტიულ მიკერძოებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ფანი უილისი არჩევნებზე მისი გამარჯვების შანსების შემცირებას ცდილობს. "ეს მმართველი კლასის მხრიდან ხალხის არჩევანის შეზღუდვის სახიფათო მცდელობაა" - ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

სამართლებრივი საქმის ექსპერტულ წრეებში ვარაუდობენ, რომ დონალდ ტრამპის დაცვის გუნდი ძირითადად დაეყრდნობა შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც სიტყვის თავისუფლებას იცავს. მაგრამ, ჯერ კიდევ კითხვვის ნიშნის ქვეშაა ის, თუ რამდენად მოიცავს ეს მუხლი გაყალბებას, შეთქმულებას, მოქრთამვას და მსგავს ბრალდებებს.

არ არის გამორიცხული, რომ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა თქვან - მან არ იცოდა, თუკი კანონს არღვევდაო. დაცვის მხარეს შეუძლია ასევე განაცხადოს, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, რადგან პროკურორი ფანი უილისი მმართველი ძალის - დემოკრატიული პარტიის წევრს წარმოადგენს.

"ეს ყველაფერი 'სიტყვიერი დანაშაულია" და სიტყვიერი დანაშაული შესაძლოა არც ისე სერიოზული იყოს, როგორც ფიზიკური ქმედება", - ამბობს ბენეტ გერშმენი, ყოფილი ფედერალური პროკურორი. ის ახლა იურისპრუდენციის პროფესორია ფეისის უნივერსიტეტში.

მაგრამ, მისი თქმით, "ადვოკატები ძალზე ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან თუ მათი არგუმენტაცია მტკიცებულებას არ დაეყრდნობა, ისინი დაისჯებიან". გერშმენი აღნიშნავს, რომ დისციპლინარული სასჯელი 2020 წლის არჩევნების საქმეზე მომუშავე ბევრმა ადვოკატმა მიიღო, რადგან მათ დამამტკიცებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.

წყარო: https://www.reuters.com/legal/georgia-criminal-charges-trumps-chances-challenges-2023-08-15/

 

Тбилиси
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა
გლდანის რაიონში სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) რეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნა. პროექტზე ადგილობრივმა გამგეობამ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშავა.
რეაბილიტირებული ქუჩა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა.
„გლდანის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. სანდრო ახმეტელის ქუჩაზე, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ამორტიზებული იყო და სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს. მოეწყო სადრენაჟე სისტემა, სანიაღვრე ქსელი, შეიცვალა წყლის, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები. ყველაფერი, რაც კი აუცილებელი იყო, გამოცვლილია. გარდა ამისა, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელარხებში განთავსდა. პარალელურად, მიმდინარეობს სამი სკვერის სარეაბილიტიაციო სამუშაოები. აქაც ყველაფერი სრულად მოწესრიგდება. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, სრულად შეიცვალა სანიაღვრე ქსელი და 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. გზის საფარის მოწესრიგებამდე, ტერიტორიაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები შეცვალა, შესაბამისმა კომპანიებმა კი არსებული ქსელები რეაბილიტაციის შემდეგ, მიწისქვეშა კაბელარხებში განათავსეს.
გარდა ამისა, ახმეტელის ქუჩაზე შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მოაწყო გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა ენერგოეფექტური LED სანათები. განთავსდა 30 ერთეული დიდი ზომის ნაგავშემკრები კონტეინერი.
ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გზის სავალი ნაწილიდან გამოყო საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი, დაიხაზა საგზაო მონიშვნები და ზებრა გადასასვლელები, დამონტაჟდა შუქნიშნები და მოეწყო საპარკინგე ადგილები. მოეწყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.
ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს. კერძოდ, გზის მიმდებარედ არსებულ თარგებში, რომელთა საერთო ფართობი 3 700 კვადრატული მეტრია, მოეწყო სარწყავი სისტემები, შეტანილია ნოყიერი მიწის ნაზავი და მიმდინარეობს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეების დარგვა. ამ ეტაპზე, დარგულია 419 ძირი მწვანე ნერგი. გარდა ამისა, ტერიტორიაზე დაიგება ბალახის საფარი.
პარალელურად, ხორციელდება გზის მიმდებარედ არსებული სამი სკვერის რეაბილიტაცია. ჯამში, 5 404 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულებამ 5 327 846 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად სანდრო ახმეტელის ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების უფროსები და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати