USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „რატომ მოხდინა აშშ-ის კოლორადის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპის დისკვალიფიკაცია პირველადი კენჭისყრისგან და რა მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მიერ მიღებულ ვერდიქტს“
дата:  435

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რატომ მოხდინა აშშ-ის კოლორადის შტატის სასამართლომ დონალდ ტრამპის დისკვალიფიკაცია პირველადი კენჭისყრისგან და რა მნიშვნელობა აქვს სასამართლოს მიერ მიღებულ ვერდიქტს“ (ავტორი - ჯეკ ქუინი). მასალაში გაანალიზებულია ამერიკის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პერსპექტივა 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ, მიიღო გადაწყვეტილებ, რომლის თანახმად, შტატის საპრეზიდენტო პრაიმერის კენჭისყრაში დონალდ ტრამპი მონაწილეობას ვერ მიირებს, იგი დისკვალიფიკაცირებულია. ეს არის საგანგებო მნიშვნელობის დოკუმენტი, თუმცა შესაძლოა  2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაუქმდეს.

რას გულისხმობს შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება და რას ნიშნავს ის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რესპუბლიკური პარტიიდან, ნომინაციის მოწინავე კანდიდატია?

რას ამბობს გადაწყვეტილება?

კოლორადოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მცირე უმრავლესობამ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს, აეკრძალა შტატში, პრაიმერის კენჭისყრაში მონაწილეობა. სასამართლომ აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 ნაწილით იხელმძღვანელა, რომელიც „ამბოხებასა და აჯანყებაში“ ჩართული პირების მიერ, ფედერალური თანამდებობის დაკავებას კრძალავს.

ქვედა ინსტანციის სასამართლომ იქამდე დაადგინა, რომ 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე მისი მხარდამჭერების თავდასხმის დროს, დონალდ ტრამპის ქმედებები აჯანყებას უტოლდებოდა. მაგრამ, მისი დისკვალიფიკაცია შეაჩერა და მოსამართლემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის მე-14 შესწორების მესამე ნაწილი პრეზიდენტებზე არ ვრცელდება.

კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილება, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვის მოლოდინში შეაჩერა. დონალდ ტრამპმა, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაუყოვნებლივ თქვა, რომ ის გადაწყვეტილების ქვეყნის უზენაეს სასამართლოში განხილვას მოითხოვდა.

შენარჩუნდება თუ არა გადაწყვეტილება?

საქმე უპრეცედენტო სამართლებრივ საკითხს მოიცავს, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციის მე-14 შესწორების მესამე ნაწილთან. მესამე ნაწილი, შესწორებაში სამოქალაქო ომის შემდეგ შეიტანეს და ის აქამდე იშვიათად იქნა გამოყენებული.

ბუნდოვანია, თუ როგორი იქნება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების პერპექტივა მისი გასაჩივრების კვალობაზე. აშშ-ის უზენაეს სასამართლოში კონსერვატიული უმრავლესობა დომინირებს და სამი მოსამართლე დონალდ ტრამპის მიერ არის დანიშნული. ზოგიერთი მათგანი, დიდი ხანია სკეპტიკურად უდგება სასამართლოებისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც აშკარად არ არის კანონმდებლობაზე დაფუძნებული.

კოლორადოს სასამართლომ გადაწყვეტილება 4 ხმით, სამის წინააღმდეგ, ანუ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

რას ამბობს თავად დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებაზე?

დონალდ ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებმა, სასამართლოს გადაწყვეტილებას „არადემოკრატიული“ უწოდეს. „კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ სრულიად მცდარი გადაწყვეტილება გამოსცა და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ აშშ-ის უზენაესს სასამართლოს“ - თქვა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა. მან და მისმა მოკავშირეებმა, კოლორადოსა და სხვა რამდენიმე შტატში დისკვალიფიკაციის საქმეები გააკრიტიკეს და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გადაწყვეტილებას არჩევნებზე?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს განხილვის შემდეგ, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შენარჩუნდება, 2024 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგების კონტექსტში, ეს შეიძლება არათანმიმდევრული იყოს, რადგან ტრამპს არ სჭირდება კოლორადოს მოგება და შტატის ძლიერი დემოკრატიული მიდრეკილებების გათვალისწინებით, იქ რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვება მოსალოდნელი არც კი არის.

ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმიდან, კოლორადოს 9 ხმა აქვს. 2020 წლის არჩევნებში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატში 13 პროცენტული პუნქტით გაიმარჯვა.

მაგრამ, შესაძლებელია, მსგავსი სარჩელები შევიდეს იმგვარ შტატებშიც, რომელთა მოგება, დონალდ ტრამპს, საბოლოო გამარჯვებისთვის დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ სხვა არც ერთი სასამართლო არ იქნება ვალდებული, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიაროს, მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, მოსამართლეთა ნაწილი საქმეს ყურადღებით შეისწავლის და საკუთარ დასკვნებს გამოიტანს.

დისკვალიფიკაციის სხვა საქმეები

ამომრჩეველთა და ადვოკატირების ჯგუფებმა, დონალდ ტრამპის კენჭისყრაში დაბლოკვის მიზნით, სარჩელი 12-ზე მეტ შტატში შეიტანეს. მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათგან სულ მცირე 7 შემთხვევაში, საქმემ მარცხი განიცადა.

მიჩიგანის, ნიუ-ჰემფშირისა და ფლორიდის სასამართლოებმა, პროცედურული და იურიდიული საფუძვლებით, მსგავსი საქმეები გააუქმეს. ზოგიერთ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება, ცალმხრივად დაბლოკოს კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენიდან. დისკვალიფიკაციის საქმე ასევე უარყო მინესოტის შტატის უზენაესმა სასამართლომ.

წყარო: https://www.reuters.com/world/us/what-does-trumps-disqualification-ruling-colorado-mean-2023-12-20/

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати