USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „ნიდერლანდებს სურს, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს“
თარიღი:  547

ბრიტანულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) გაავრცელა მასალა სათაურით „ნიდერლანდებს სურს, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს“ (ავტორი - ქრისტოფერ შიკლუნა), რომელშიც გადმოცემულია მალტაზე, ვალეტაში ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეოპოლიტიკური უწყებების ხელმძღვანელთა სამიტზე მყოფი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის კასპარ ველდკამპის თვალსაზრისი საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ნიდერლანდები ევროკავშირს თხოვნით მიმართავს, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დროებით შეჩერდეს, - განაცხადა ხუთშაბათს, 5 დეკემბერს ნიდერლნდების საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში გამართული ევროკავშირის მომხრეთა მიტინგის დროს პოლიციამ 300 ადამიანზე მეტი დააკავა.

საქართველოში დემონტრანტები, გასული კვირიდან დაწყებული, თითქმის ყოველდღე აპროტესტებენ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა განაცხადა, რომ მას განზრახული აქვს ოფიციალურად მიმართოს ევროკავშირს, რათა „განემარტოს საქართველოს მთავრობას, რომ იმ გზის გამო, რომელსაც ხელისუფლება დაადგა, თბილისს ფასის გადახდა მოუწევს“.

როგორც ცნობილია, ამჟამად საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მოკლევადიანი ვიზიტებით გამგზავრება ევროკავშირის ქვეყნებში  ვიზის გარეშე.

კასპარ ველდკამპი ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის დაწყების წინ მალტაზე ჟურნალისტებს შეხვდა და ესაუბრა. უვიზო რეჟიმის საკიტხზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ მიმართავს ეუთოს, რათა დაიწყოს გამოძიება საქართველოს მთავრობის მოქმედებასთან დაკავშირებით.

წყარო: https://www.reuters.com/world/europe/netherlands-wants-eu-stop-georgia-visa-free-travel-arrangements-2024-12-05/

 

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის