USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
თბილისი
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „ნატოს არ შევუტევთ, მაგრამ უკრაინაში "ეფ-16"-ებს ჩამოვაგდებთ“
თარიღი:  529

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ავრცელებს სტატიას სათაურით „ნატოს არ შევუტევთ, მაგრამ უკრაინაში "ეფ-16"-ებს ჩამოვაგდებთ“ (ავტორები - გაი ფოლკონბრიჯი და რონ პოპესკი), რომელშიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაა კომენტირებული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

რუსეთის სამიზნე ნატოს არცერთი ქვეყანა არ არის და მოსკოვი არ დაესხმება თავს პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, თუ ჩეხეთს. თუმცა, თუკი დასავლეთი უკრაინას "ეფ-16" (F-16) გამანადგურებლებით მოამარაგებს, მათ რუსეთის ძალები ჩამოაგდებენ, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 27 მარტს.

რუსეთის თავდასხმამ მეზობელ სუვერენულ უკრაინაზე, ქვეყანაში 2022 წელს განმეორებით შეჭრამ და იქ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამ, რუსეთს და დასავლეთს შორის ისტორიული კრიზისი გამოიწვია, რომლის მსგავსი 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. ევროპის კონტინენტს კი მსგავსი მასშტაბის საომარი მოქმედებები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვს.

ვლადიმერ პუტინმა ეს განცხადება რუსეთის საჰაერო ძალებთან შეხვედრის დროს გააკეთა. პილოტებთან საუბრის დროს მან თქვა, რომ შეერთებული შტატების ლიდერობით მოქმედი სამხედრო ალიანსი 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოვდა.

მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსკოვს ნატოს ქვეყნებზე თავდასხმის გეგმები არ აქვს, აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. "ჩვენ არ გვაქვს აგრესიული მიზნები ამ ქვეყნების მიმართ" - თქვა ვლადიმერ პუტინმა, 28 მარტს, კრემლის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით. პრეზიდენტის თქმით, "ის იდეა, რომ ჩვენ შევუტევთ პოლონეთს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, და რომ ჩეხებიც შეშინებულები არიან - სრული აბსურდია, უბრალოდ სისულელეა".

რუსეთი შეერთებულ შტატებს რუსეთთან მარიონეტული ბრძოლის წარმოებაში ადანაშაულებს, რადგან ვაშინგტონი უკრაინას მხარს უჭერს დაფინანსებით, შეიარაღებით და დაზვერვის მონაცემებით. კრემლის თქმით, ამერიკასთან ურთიერთობა ამაზე უარესი არასდროს ყოფილა.

როცა პუტინს კითხვა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დაპირებულ "ეფ-16" გამანადგურებელზე დაუსვეს, მან თქვა, რომ ამგვარი თვითმფრინავები უკრაინაში სიტუაციას ვერ შეცვლის. "თუ ისინი მიაწოდებენ "ეფ-16"-ებს, საუბრობენ ამაზე და აშკარად ამზადებენ პილოტებს, ეს არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე", - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსები ჩამოაგდებენ ამ თვითმფრინავებს ისევე, როგორც ანადგურებენ ტანკებს, ჯავშანტექნიკას და სხვა მოწყობილობებს, მათ შორის სარაკეტო დანადგარებს. პუტინმა იქვე აღნიშნა, რომ ამ თვითმფრინავებს ატომური რაკეტების გადატანაც შეუძლიათ.

წყარო: https://www.reuters.com/world/europe/putin-tells-pilots-f16s-can-carry-nuclear-weapons-they-wont-change-things-2024-03-27/

 

თბილისი
ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილის ქუჩის N50-ის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა
რაიონში ყველაზე დიდი საფეხბურთო მოედანი 968 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
„ჩუღურეთის რაიონში საფეხბურთო მოედანი მოეწყო. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. ტერიტორია განათებული და ყველანაირად მოწესრიგებულია. ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, რომ ჩუღურეთის რაიონში, მისი რელიეფიდან გამომდინარე, მოგვეძებნა დიდი სივრცე, სადაც მსგავსი პროექტის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი. მიხარია, რომ ვხედავ სპორტულ ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენს პატარებს ექნებათ შესაძლებლობა ვარჯიშის, განტვირთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში. აქტიურად განვაგრძობთ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, პარკების, რეკრეაციული არეალების, სპორტული სივრცეების მოწყობას, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს ქალაქსა და თანაქალაქელებზე. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ტრიბუნები, ტერიტორია შემოიღობა ლითონის ბადით და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. პროექტის ღირებულებამ 505 000 ლარი შეადგინა.
სპორტული მოედნის გახსნის შემდეგ გაიმართა კონცერტი ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით.
განახლებული ინფრასტრუქტურა, დედაქალაქის მერთან ერთად, ჩუღურეთის გამგებელმა დავით მაქაცარიამ, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტის დელეგატმა რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.