ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) აქტიურად ავრცელებს მასალებს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მწვავე სიტუაციის ირგვლივ. ერთ-ერთ ასეთ მასალას წარმოადგენს ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმის შესახებ სათაურით „ისრაელი ირანის მიმართ საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს“ (ავტორები - სტივენ შირი, პარისა ჰაფეზი).
გთავაზობთ პუბლიკაციას:
ირანმა სამშაბათს, ღამით, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა გაუშვა. ეს ისრაელის მიერ თეირანის მოკავშირე "ჰეზბოლას" ლიდერებზე ლიბანში განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი იყო.
ისრაელის არაერთ ქალაქში განგაშის სირენები ჩაირთო და იერუსალიმისა და მდინარე იორდანეს ველის მიმდებარედ აფეთქებების ხმა ისმოდა. მოქალაქეებმა თავშესაფრებს მიაშურეს.
ირანის "რევოლუციური გვარდიის" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელისკენ ათობით რაკეტა გაუშვა და თუკი ისრაელი ამაზე შურს იძიებს, პასუხი კიდევ უფრო "დამანგრეველი" იქნებოდა.
წამყვანი ირანელი ოფიციალური პირები საინფორმაციო სააგენტო "როიტერთან" საუბარში მოგვიანებით ამბობდნენ, რომ საჰაერო იერიშის გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინიმ მიიღო. თავად ის კი უსაფრთხო და საიდუმლო ადგილას იმყოფება.
ისრაელის შეიარაღებული ძალების რადიოს განცხადებით, ისრაელის არმიამ ქვეყნის საჰაერო სივრცე თავდასხმამდე "დახურა". ისრაელის ტერიტორიას ირანიდან 200-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. "როიტერის" ჟურნალისტები ამბობენ, რომ ნახეს, როგორ დაარღვია ისრაელის საჰაერო სივრცე იორდანიის მიმართულებიდან წამოსულმა რაკეტებმა.
ისრაელი საპასუხო ზომების მიღების პირობას დებს. თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ვითარება სწრაფად იცვლება და ამერიკულ მხარეს ექნება კონსულტაციები ისრაელთან იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება მათი პასუხი ირანის თავდასხმაზე. სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ამერიკას ირანისგან შესაძლო თავდასხმის შესახებ არანაირი გაფრთხილება არ მიუღია.
ვითარება ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიძაბა, რაც დაახლოებით ერთი წლის წინ დაჯგუფება "ჰამასის" მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ და 1200-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, 240-ზე მეტი კი მძევლად წაიყვანეს. ისრაელმა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები დაიწყო და "ჰამასს" ომი გამოუცხადა. ამ მოქმედებების შედეგად, "ჰამასის" მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის უწყების თქმით, სექტორში ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. "ჰამასს" მხარს უჭერს ლიბანში მოქმედი დაჯგუფება "ჰეზბოლაც", რომელსაც თავის მხრივ ირანი უჭერს მხარს. "ჰეზბოლა" და ისრაელი ბოლო თვეების განმავლობაში თავს ერთმანეთს არაერთხელ დაესხნენ. თუმცა კონფლიქტში ირანის პირდაპირი ჩარევა დასავლეთში ზრდის შიშს, რომ რეგიონში კონფლიქტი შესაძლოა გაფართოვდეს.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.