USD 2.7321
EUR 3.1564
RUB 3.4510
თბილისი
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „დონალდ ტრამპს მხარს უჭერს რესპუბლიკელთა 47%, რონ დე სანტისს კი მხოლოდ 19%“
თარიღი:  

ბრიტანული საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპს მხარს უჭერს რესპუბლიკელთა 47%, რონ დე სანტისს კი მხოლოდ 19%“ (ავტორი - ჯეისონ ლენგი), რომელშიც ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებია განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

დონალდ ტრამპს თავისივე პარტიის წევრთა შორის მხარდამჭერთა იმაზე მეტი რაოდენობა ჰყავს, ვიდრე მის სერიოზულ მოწინააღმდეგეს - ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს.

"როიტერისა" და "იპსოსის" ერთობლივი, 7-დღიანი გამოკითხვით ჩანს, რომ ტრამპის რეიტინგი ივნისის მონაცემებთან შედარებით, რამდენიმე პროცენტითაც კია გაუმჯობესებული და ახლა რესპუბლიკელთა 47% ემხრობა იმას, რომ ის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. დესანტისის ნომინირებას კი 19% უჭერს მხარს.

დანარჩენი რესპუბლიკელი პოლიტიკოსები, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, ტრამპსა და დესანტისს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. ვივეკ რამასვომის კანდიდატად ნახვა, გამოკითხვის თანახმად, რესპუბლიკელთა 9%-ს სურს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს კი ნომინაციაში 7% უჭერს მხარს.

რამასვომს ივნისის იგივე გამოკითხვაში მხოლოდ 3% უჭერდა მხარს. ბიოტექნოლოგიური კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი თავისი კანდიდატურის პოპულარიზებაში დიდ თანხას ხარჯავს. შაბათს თქვვა, რომ საკუთარი კამპანიისთვის დაახლოებით 15 მილიონი დოლარი გამოყო.

"როიტერისა" და "იპსოსის" ერთობლივ კვლევაში 4 414 ზრდასრული მოქალაქე მონაწილეობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისი ცდომილება დაახლოებით +/- 2% შეიძლება იყოს. როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპი კვლავ მოქმედი დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უმთავრესი მეტოქეა. გამოკითხული მოქალაქეებიდან, რომლებსაც ჰიპოთეეტურად ბაიდენსა და ტრამპს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩეევანი, 37% ბაიდენს დაუჭერდა მხარს, ტრამპს კი - 35%. გამოკითხულთა 28% ამბობს, რომ მათ ჯერ ან არ გადაუწყვეტიათ ვის მისცენ ხმა, ან სხვა კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

ამასთან, საინტერესოა, რომ პარტიის წევრთა მიღმა, მოქალაქეებს არც ტრამპი მოსწონთ, და არც - ბაიდენი. რაც შეეხება დამოუკიდებელ ამომრჩეველს, მათგან 31% ტრამპის მიმართაა დადებითად განწყობილი, 32 კი - უფრო ბაიდენის.

80 წლის ბაიდენი ამერიკის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია. გამოკითხულ დემოკრატთა 63 % ამბობს, რომ ის მთავრობის ლიდერობისთვის ზედმეტად ასაკოვანია. 37% კი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბაიდენი საკუთარ პარტიაში უფრო პოპულარულია, ვიდრე ტრამპი - რესპუბლიკელებში. პარტიის 63% ბაიდენს მხარს უჭერს. ვაქცინების მოწინააღმდეგე აქტივისტს - უმცროს რობერტ ფიცჯერალდ კენედის 15%-იანი მხარდაჭერა აქვს.

წყარო: https://www.reuters.com/world/us/trump-has-47-support-among-republicans-desantis-19-reutersipsos-2023-07-19/

 

მსოფლიო
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის