USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „დიდი გამარჯვება“: დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება“
თარიღი:  762

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყებს სტატიას სათაურით „დიდი გამარჯვება“: დონალდ ტრამპი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება“ (ავტორები - ენდრიუ ჩუნგი და ჯონ კრუზელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

„დიდი გამარჯვება ამერიკისთვის“ - ასე ეხმაურება ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ტრამპი შეძლებს კოლორადოს შტატის რესპუბლიკური პარტიის შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. 4 მარტს, უზენაესმა სასამართლომ გააუქმა შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას უზღუდავდა.

კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილება ამერიკის ექვსი მოქალაქის სარჩელს ეფუძნება, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ტრამპს კონსტიტუციის მეთოთხმეტე მუხლის მესამე ნაწილის დარღვევის გამო, რაც აჯანყებაში მონაწილეობას გულისხმობს, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ უნდა ჰქონოდა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ დონალდ ტრამპმა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარ თავდასხმას ხელი შეუწყო.

1860-იან წლებში მიღებული შესწორება, რომელიც აჯანყებაში მონაწილე პირს „აშშ-ის ოფიცერს“ საჯარო თანამდებობის დაკავებას უზღუდავს, წლების განმავლობაში მხოლოდ 8-ჯერ იქნა გამოყენებული, თუმცა არასდროს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ.

კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლემ დაუჭირა .

„რატომ უნდა გადაწყვიტოს ერთმა შტატმა, ვინ იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტი?“ - იკითხა სხდომაზე მოსამართლე ელენა კაგანმა, რომელიც მოსამართლედ უზენაეს სასამართლოში ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაინიშნა.

კოლორადოს მსგავსად დონალდ ტრამპის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ამერიკის 10-ზე მეტ შტატში, მათ შორის, მეინში და ილინოისში, სადაც საკითხის განხილვა უზენაეს სასამართლოში შეტანილი სარჩელის გამო შეწყდა.

კოლორადოში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლო დავა ამერიკის ექვსმა მოქალაქემ დაიწყო, საიდანაც ოთხი რესპუბლიკური პარტიის წევრი ხოლო ორი არაპარტიული ადამიანი იყო. მოსარჩელეთაგან ერთ-ერთი 91 წლის რესპუბლიკელი ნორმა ანდერსონია, პირველი ქალი, რომელიც კოლორადოს შტატის წარმომადგენელთა პალატას, შემდეგ კი შტატის სენატს ხელმძღვანელობდა.

წყარო: https://www.reuters.com/legal/trump-wins-colorado-ballot-disqualification-case-us-supreme-court-2024-03-04/

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის