USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „აშშ-მა რუსეთის სახელმწიფო მედიის რედაქტორებს სანქციები 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის დაუწესა“
თარიღი:  478

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „აშშ-მა რუსეთის სახელმწიფო მედიის რედაქტორებს სანქციები 2024 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის დაუწესა“ (ავტორები - სარა ლინჩი, ენდრიუ გუდსვორდი და ქრისტოფერ ბინგი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ოთხშაბათს, 4 სექტემბერს, რუსული სახელმწიფო მედია RT-ისა და 9 სხვა მედიასაშუალების რედაქტორები დაასანქცირა. მიზეზად, 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობა სახელდება.

ამერიკის ხაზინაში ამბობენ, რომ RT-ის მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი და ამ მედიასთან ასოცირებული სხვა პირები, სოციალური მედიის ქსელებში გავლენის მქონე პირებს სთხოვდნენ ამერიკის მოსახლეობის შეხედულებები შეეცვალათ და კრემლის სასარგებლო გზავნილები გაევრცელებინათ.

გარდა ამისა, ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიურომ [FBI] სასამართლოსგან ინტერენტში არსებული 32 დომეინის შეწყვეტის ნებართვა მოითხოვა. ბიუროს თქმით, ამ დომეინზე არსებული მასალა "უცხოეთის მავნე გავლენას" ავრცელებდა, მათ შორის, ცდილობდა შეეცვალა ამერიკელი ხალხის უკრაინისადმი მხარდაჭერა რუსეთ-უკრაინის ომში.

რუსმა დეპუტატმა გავრცელებულ ბრალდებებს "ნამდვილი ნაგავი" უწოდა და თქვა, რომ მოსკოვისთვის არ აქვს მნიშვნელობა, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გახდება ამერიკის პრეზიდენტი, თუ - დემოკრატი კამალა ჰარისი.

„ამერიკის არჩევნებში ერთადერთი გამარჯვებული არის ამერიკის კერძო სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსი“, - განუცხადა სააგენტო "როიტერს" დუმის დეპუტატმა მარია ბუტინამ.

რუსეთის საელჩოს ამერიკაში ამ დრომდე კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია. თუმცა, მსგავსი შემთხვევების დროს, რუსეთი ყოველთვის უარყოფს ამერიკის არჩევნებში ჩარევას.

Russia Today-მ კი დამცინავი პასუხის გაცემა გადაწყვიტა. "სამი რამ არის გარდაუვალი ცხოვრებაში: სიკვდილი, გადასახადები და RT-ის ჩარევა ამერიკის არჩევნებში". ასე უპასუხა კომენტარის თხოვნას რუსულმა სახელმწიფო მედიამ.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი აქამდეც ამბობდა, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საფრთხედ რჩება. აქამდე გაკეთებულ რამდენიმე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსეთს თავისი პოზიცია ამერიკის არჩევნებისადმი არ შეუცვლია, რაც გარკვეული მინიშნება იყო იმაზე, რომ მოსკოვს ტრამპისადმი მეტი სიმპათია აქვს.

ამერიკის დაზვერვის შეფასებების მიხედვით, მოსკოვი ცდილობდა ტრამპის დახმარებას 2016 წელს, როდესაც მან დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ იგივეს ცდილობდა რუსეთი 2020 წელსაც, როდესაც ტრამპი დემოკრატ ჯო ბაიდენთან არჩევნებში დამარცხდა. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

წყარო: https://www.reuters.com/world/us/us-accuse-russia-effort-influence-2024-election-cnn-2024-09-04/

 

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის