USD 2.6732
EUR 3.1124
RUB 3.7466
Тбилиси
«Reuters» (didi britaneTi): „აშშ-ში ინფლაციის შემცირება მოსახლეობის თვალში ჯო ბაიდენის რეიტინგს 40%-მდე ზრდის“
дата:  2069

ბრიტანული სააგენტოს „როიტერის“ (Reuters) მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, სათაურით „ინფლაციის შემცირება მოსახლეობის თვალში ჯო ბაიდენის რეიტინგს ზრდის“ (ავტორი - ჟოზეფინა უოლკერი), ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის რეიტინგი აგვისტოს დასაწყისის მონაცემებით, 40%-ია. იგივე მაჩვენებელი დაფიქსირდა ივლისში ჩატარებულ გამოკითხვაში. მიუხედავად იმისა, რომ ივლისის შემდეგ, პრეზიდენტის მოწონების მაჩვენებელი არ შეცვლილა, აღნიშნულია, რომ ეკონომიკაზე შეშფოთებამ გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ამერიკელებს პრეზიდენტის საქმიანობის შეფასებისას. ეს კი ხდება იმის მიუხედავად, რომ ინფლაცია ქვეყანაში მცირდება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა Reuters/Ipsos-მა ჩაატარა და ის სამი დღის განმავლობაში ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობდა. ამერიკელებს ეკითხებოდნენ, როგორ აფასებენ თავიანთი პრეზიდენტის საქმიანობას.

გამოკითხულთა დაახლოებით 54%-მა თქვა, რომ არ მოსწონთ დემოკრატი პრეზიდენტის ნაბიჯები, ხოლო 6% დარწმუნებული არ არის, ან არ პასუხობს კითხვას. კვლევის ცდომილების ზღვარი 3%-ია.

ეკონომიკა, უმუშევრობა და სამუშაო ადგილები რჩება ამერიკელების მთავარ საზრუნავად. გამოკითხულთა მეხუთედი ამ საკითხებს ასახელებს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, რომლის წინაშეც დღეს ამერიკა დგას. ამერიკელთა 60%-მა, მათ შორის ყოველმა მესამე დემოკრატმა განაცხადა, რომ არ მოსწონთ, როგორ მართავს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფლაციას.

ამერიკა ბაიდენის პირობებში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე ინფლაციას უმკლავდება, თუმცა ფასების ზრდის ტემპი ბოლო დროს მკვეთრად დაეცა. ეკონომიკური ზრდა მცირე იყო, მაგრამ უმუშევრობის დონე ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, 2024 წლის არჩევნების დროს ეკონომიკაზე წუხილი იქნება. ყოველი მეხუთე რესპონდენტი, ვინც 2020 წელს ჯო ბაიდენს მისცა ხმა, ამბობს რომ არაა დარწმუნებული, ვის მისცემს ხმას ამჯერად.

ასეა თუ ისე, ამ უახლესი გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტის რეიტინგი 40%-ია და ცდომილების ზღვარშია გასულ წლის შუა პერიოდის 36%-იან მაჩვენებელთან შედარებისას.

წყარო: https://www.reuters.com/world/us/lingering-inflation-worries-keep-biden-approval-stagnant-40-reutersipsos-2023-08-09/

 

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати