USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
«Reuters» : „დონალდ ტრამპის გუნდმა სასამართლო გადასახდელი ჯარიმის ოდენობის შემცირებაში დაარწმუნა“
Date:  256

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) მუდმივად თვალს ადევნებს და აქვეყნებს აშშ-ში მიმდინარე იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომლებიც  შიდაპარტიულ პრაიმერიზებს და საპრეზიდენტო კანდიდატების საქმიანობას ეხება.  ერთ-ერთ ასეთ მასალას წარმოადგენს სტატია სათაურით „დონალდ ტრამპის გუნდმა სასამართლო  გადასახდელი ჯარიმის ოდენობის შემცირებაში დაარწმუნა“ (ავტორები - ჯერ ქუინი და ლიუკ ქოენი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

25 მარტს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმატებას მიაღწია სასამართლოში და მას მხოლოდ 175 მილიონი დოლარის ნაღდი ფულის ან ამ ღირებულების ობლიგაციების წარდგენა მოუწევს 10 დღის განმავლობაში. თავდაპირველად, ჯარიმის ოდენობა 454 მილიონი დოლარი იყო.

სასამართლოს დადგენილება არ მისცემს ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ დონალდ ტრამპს აქტივები ჩამოართვას.  თავის მხრივ, დონალდ ტრამპმს აღნიშნული ჯარიმის წარდგენა მოუწევს, რათა მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივროს.

ნიუ-იორკის სამოქალაქო საქმეზე დონალდ ტრამპის პასუხისმგებლობა მილიარდობით დოლარის თაღლითურად გაბერვისთვის დადგა, რათა მიეღო უკეთესი სესხი და სადაზღვევო პირობები. ტრამპის თქმით, საქმე პოლიტიკური ვენდეტაა.

დონალდ ტრამპს დაეკისრა ზარალის და დამატებით მიღებული შემოსავლის გადახდის ვალდებულება. ეს გადაწყვეტილება აჭიანურებს გადაწყვეტილების აღსრულებას ამ საქმეზე და ყოფილი პრეზიდენტის გუნდს მისი გასაჩივრების შანსს აძლევს.

ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ლატიშა ჯეიმსის ოფისმა, რომელიც საქმეში ბრალდების მხარეა, თქვა, რომ დონალდ ტრამპს "ჯერ კიდევ ემუქრება პასუხისმგებლობა მისი განსაცვიფრებელი თაღლითობისთვის".

„მე დიდ პატივს ვცემ სააპელაციო განყოფილების გადაწყვეტილებას და ძალიან სწრაფად წარვადგენ 175 მილიონ აშშ დოლარს ნაღდ ფულში, ობლიგაციებით ან ფასიანი ქაღალდებით ან რაც საჭიროა“, - განუცხადა დონალდ  ტრამპმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკის სასამართლოში.

დონალდ ტრამპმის წინააღდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სულ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმეები 91 ბრალდებას მოიცავს და ის მრავალმილიონიან სამოქალაქო დავების განაჩენებს უმკლავდება.

დონალდ ტრამპის გუნდის იურიდიული მანევრირების შედეგად სამი სისხლის სამართლის პროცესი გადაიდო, თუმცა ნიუ-იორკის მოსამართლემ 25 მარტს დაადგინა, რომ მეოთხე საქმეზე, რომელიც პორნოვარსკვლავისთვის გადახდილ ფულს ეხება, სასამართლო 15 აპრილს დაიწყება.

ამ შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილ ლიდერს ბრალად ედება პორნოვარსკვლავისთვის 130,000 დოლარის გადახდა დუმილის სანაცვლოდ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის წინ, რათა მას არ ესაუბრა საჯაროდ დონალდ ტრამპთან 10 წლის წინანდელ კავშირზე.

პაუზის მინიჭებამდე, დონლად ტრამპს ორშაბათს უნდა წარედგინა 454 მილიონი დოლარის გადახდის გარანტია, რათა საქმე გაესაჩივრებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურორ ლატიშა ჯეიმსს შეეძლო სასამართლოსთვის მოეთხოვა გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აქტივების ჩამორთმევა, მათ შორის, ძვირფასი უძრავი ქონების, როგორიცაა "40 უოლ სტრიტის" შენობა, მანჰეტენზე.

ცალკე სამოქალაქო საქმეში, დონალდ ტრამპმა 91,6 მილიონი დოლარის გადახდის გარანტია წარადგინა. ამით მან დაფარა მწერალ ეუჯინ კეროლის ცილისწამების საქმეზე განაჩენით გათვალისწინებული ჯარიმა. ეუჯინ კეროლი მას მატყუარად მოხსენიების გამო უჩიოდა, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი, მან ათწლეულების წინ გაუპატიურებაში დაადანაშაულა. დონალდ ტრამპი ამ გადაწყვეტილებასაც ასაჩივრებს.

სისხლის სამართლის საქმეები, რომლებსაც დონალდ ტრამპი უმკლავდება, უკავშირდება 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას, საიდუმლო დოკუმენტების შენახვას თანამდებობის დატოვების შემდეგ და პორნოვარსკვლავის საქმეს.

დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკად მოტივირებულად აფასებს.

წყარო: https://www.reuters.com/legal/trump-has-hours-cover-454-million-judgment-or-risk-property-seizure-2024-03-25/

 

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way