USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
«Heute» (ავსტრია): „დაკავებულების პოლიტიკური სასამართლო პროცესი - ევროპარლამენტის დეპუტატის ლენა შილინგის რეპორტაჟი საქართველოდან“
дата:  258

ავსტრიის ყოველდღიური გაზეთი „ჰოითე“ («Heute» - „დღეს“) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დაკავებულების პოლიტიკური სასამართლო პროცესი - ევროპარლამენტის დეპუტატის ლენა შილინგის რეპორტაჟი საქართველოდან“ (ავტორი - ბერნდ ვაცკა), რომელშიც საუბარია ევროპარლამენტის ავსტრიელი დეპუტატის საქართველოში ყოფნისა და მისი პოზიციის შესახებ საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კავკასიური რესპუბლიკის - საქართველოს სახელმწიფო ღერბზე გამოსახულ დრაკონზე გამარჯვებულ წმინდა გიორგის, გვერდით ორი ლომი უდგას და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ევროპარლამენტის ავსტრიელი დეპუტატი „მწვანეთა“ პარტიიდან, 24 წლის ლენა შილინგი „ლომების ბუნაგში“ იმყოფება - იგი 16 მაისიდან საქართველოშია და ადგილობრივი პოლიციის მიერ დაკავებული ქართველი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის სასამართლო  პროცესს დამკვირვებლის სტატუსით ესწრება. მისი „პოლიტიკური სპონსორობა“ ლენა შილინგმა წინასწარ გამოაცხადა.

მუქარის მცდელობები ხელისუფლების მხრიდან

ლენა შილინგი სისხლის სამართლის პროცესს ხელისუფლების მხრიდან მუქარის მცდელობად თვლის: „ეს ყველაფერი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისადმი არის მიმართული“, - იტყობინება თავის ვიდეოჩანაწერში ევროპელი დეპუტატი ქართული საპორტო ქალაქ ბათუმიდან, სადაც სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროპელებმა ყურადღებით ნახონ ეს ყველაფერი და გააცნობიერონ, თუ რატომ ვიბრძვით დემოკრატიისათვის ჩვენს ირგვლივ [მდებარე ქვეყნებში]“, - ამბობს ლენა შილინგი ვიდეომიმართვაში. მის უკან ხალხია შეკრებილი და რაღაც უწესრიგობა ხდება.

„სასამართლოს შენობის წინ სიტუაცია დაძაბულია“

მზია ამაღლობელის ხმაურიანი საქმე  არის აღმაშფოთებელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არის პოლიტიკურად მოტივირებული ქართული მართლმსაჯულება“, - ნათქვამია ლენა შილინგის მიერ მომზადებულ ოპერატიულ მოხსენებაში, რომელიც ჩვენმა გაზეთმა მოიპოვა, - ამიტომ მოსალოდნელია, რომ სასამართლოს წინ შექმნილი ვითარების გამო „უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნება მიღებული“.

წამება და მკაცრი მოპყრობა

ლენა შილინგის საქართველოში ყოფნა საფრთხესთან არის დაკავშირებული: კავკასიურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების დაცვა შეშფოთების საფუძველს გვაძლევს. ვრცელდება ცნობები წამებებზე, პატიმრებისადმი მკაცრ მოპყრობაზე და სასამართლოებში საქმეების კანონის დარღვევით განხილვებზე, განსაკუტრებით იმ დაკავებულების მიმართ, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობდნენ, მმართველი პარტიის ანტიევროპული კურსის გამო

შეხვედრები ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან

ბათუმის სასამართლოში პროცესზე დასწრების გარდა, ლენა შილინგის სიაში შედის აგრეთვე შეხვედრები მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებთან და მის ადვოკატთან, დამოუკიდებელი მედიაპლატფორმების ჟურნალისტებთან, აგრეთვე უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ აქტივისტებთან

ბათუმში მიმდინარე სასამართლო განხილვების დრეებში ლენა შილინგის ვიდეოარხი სოციალურ ქსელში ფართოდ იქნება გაშუქებული პოლიტიკურად ფეთქებადი განცხადებები და აქციები. მისიის დასახელებაა „დემოკრატიისათვის ბრძოლა ქალების საქმეა“.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати