USD 2.7154
EUR 3.1621
RUB 3.3985
Tbilisi
Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): „ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი მუშაობას აგრძელებს
Date:  527

შვეიცარიის გერმანულენოვან პოპულარულ გაზეთ „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგში («Neue Zürcher Zeitung») დაბეჭდილია სტატია სათაურით „ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი მუშაობას აგრძელებს“ (ავტორი - მარკუს აკერთი).

პუბლიკაცია იწყება თბილისში შექმნილი სიტუაციის მიმოხილვით:

ოპოზიცია მიტინგობს, პარლამენტი მუშაობს

ქართული ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება, საპროტესტო აქციებს აწყობს და პარლამენტის სხდომას ბოიკოტს უცხადებს. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარეზეა გადასული და აცხადებს, რომ პარლამენტის მუშაობის დაწყება არაკონსტიტუციურ ქმედებას წარმოადგენს, ამიტომ მან საკანონმდებლო ორგანოს მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამასობაში კი პარლამენტმა, რომლის პირველ სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ, რეგლამენტის მიხედვით, აირჩია როგორც სპიკერი და მისი მოადგილეები, ასევე განსახილველად მიიღო ქვეყნის ახალი მთავრობის შემადგენლობა და გადაწყვიტა სხვა საკადრო საკითხები.

ოპოზიციის იმედგაცრუება

ოპოზიციის იმედებმა, რომ თბილისი ცენტრალური ნაწილის პარალიზებას მოახდენდა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტში მისვლისთვის ხელს შეუშლიდა, კრახი განიცადა. პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე საკმაოდ მცირე რაოდენობის ხალხი მივიდა, პოლიციის ქვედანაყოფებმა საკანონმდებლო ორგანოს დაცვა უზრუნველჰყვეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს იმედები გაუცრუვდათ, რაც სოციალურ ქსელებში მათი სასოწარკვეთილი ჩანაწერებითაც დასტურდება.

თბილისში ამჟამად საკმაოდ აცივდა და წვიმს. რა თქმა უნდა, ოპოზიციის გეგმებზე ამინდის გაუარესებამაც ნეგატიურად იმოქმედა - ქუჩაში მხოლოდ მათი მხარდამჭერთა მცირე რაოდენობა დარჩა. რა თქმა უნდა, აქტიურობა წინა კვირაში უფრო შეიმჩნეოდა, როცა დედაქალაქის მთავარი სატრანსპორტო არტერიები დაბლოკილი იყო, უნივერსიტეტის წინ კი „კარვების ბანაკი“ იყო გაშლილი, თუმცა პოლიციამ იმარჯვა და ქუჩებივ განბლოკა და „კარვების ქალაქიც“ დაშალა. მოკლედ, რაც დრო გადის, პროტესტანტების რაოდენობა მცირდება.

იზოლაცია დასავლეთისგან?

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციას საკმაო დრო დაჭირდა გონზე მოსასვლელად. მხარდამჭერები ლიდერებს აკრიტიკებდნენ, რომ ქუჩაში არჩევნების მეორე დრესვე უნდა გამოსულიყვნენ, ისინი კი მოუმზადებლები აღმოჩნდნენ. ლიდერები თავს იმართლებენ, რომ აუცილებელი იყო იმაში გარკვევა, თუ რატომ და როგორ მიიღო „ოცნებამ“ მოულოდნელად ხმების მეტი რაოდენობა მაშინ, როცა მმართველ პარტიას ყველა გამოკითხვა თუ ეგზიტპოლი დამარცხებას უწინასწარმეტყველებდაო.

მართლაცდა, რატომ მოხდა ასე? როგორც პოლიტიკური კონსულტანტი ჰამს გუბროდი ამბობს, სავარაუდოდ, არჩევნების დროს მართლაც იყო მუქარები, ამომრჩეველთა მოსყიდვა და გაყალბება, თუმცა ამ ყველაფერს მტკიცებულებები ჭირდება..

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში რუსეთია ჩარეული, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებაში დაეხმარა. ამის გამო პრეზიდენტი პროკურატურაში დაიბარეს. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ დასავლეთის ქართული ოპოზიციის თხოვნას შეისმენს და საქართველოს იზოლაციაში მოაქცევს.

სხვათა შორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების მანდატი დეკემბერში ეწურება. „ქართული ოცნება“, როგორც ჩანს, პრეზიდენტობის კანდიდატად ერთგულ ადამიანს წარადგენს.

აშკარაა, რომ ევროკავშირის მკვეთრი კრიტიკის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა შეეცდება ევროპისაკენ კარი ღია დატოვოს, რასაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილის დანიშვნა ადასტურებს - იგი პროფესიონალი დიპლომატია და ევროკავშირში საქართველოს ელჩის თანამდებობაზეც მუშაობდა. თუმცა, რასაკვირველია, მხოლოდ მისი მინისტრად დანიშვნა საკმარისი არ იქნება იმ ნდობის აღსადგენად, რომელიც ქვეყნის მიმართ უკვე დარღვეულია.

წყარო: https://www.nzz.ch/international/georgien-protest-gegen-eroeffnung-des-parlaments-ld.1859164

 

society
ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი. რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.
დაინტერესებული ფიზიკური პირებს, რომელთაც ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა უწევთ, შემდეგი პროცედურები უნდა იცოდნენ:
"1. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი.
2. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით (ge), გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
3. წელს, უნდა წარადგინოთ 2025 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ არ შეუცვალოთ დეკლარაციას პერიოდი პორტალზე.
4. წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა, ასევე სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ის მიწა, რომლითაც სარგებლობთ ან რომელსაც ფლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით;
ბ) 2024 სრული/არასრული წლის განმავლობაში საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), მსუბუქი ავტომობილები, იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები.
5. თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო არასრული წლის განმავლობაში, მასზე ქონების გადასახადის გაანგარიშება ხდება 2024 წლის განმავლობაში ამ ქონების თქვენს საკუთრებაში არსებობის დროის პროპორციულად (თვეების რაოდენობას უთითებთ პორტალზე).
6. დასაბეგრ ქონებაზე საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება 2024 წლის ბოლოსთვის მისი საბაზრო ღირებულების მიხედვით, ხოლო მიწაზე - 2025 წლის 1 აპრილისთვის მისი ფართობის მიხედვით (არასასოფლო მიწაზე - კვ/მ; სასოფლო მიწაზე - ჰა).
7. გადასახადის განაკვეთებს თქვენ არ წერთ დეკლარაციაში, მას თვითონ პორტალი შეგირჩევთ.
8. ოჯახად ითვლება – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
9. ოჯახის შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი (დარიცხული ხელფასიც), მათ შორის, სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად.
10. თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, მათ შეუძლიათ ცალ-ცალკე წარადგინონ დეკლარაციები ან ერთ-ერთმა წარადგინოს საოჯახო დეკლარაცია.
11. ქონების გადასახადს თვითონ გამოიანგარიშებს პორტალი თქვენ მიერ წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე. ამიტომ, დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მყისიერად მიიღებთ „საგადასახადო მოთხოვნას“, რომელშიც ასახული იქნება გადასახადის ოდენობა.
12. ქონების გადასახადს იხდით ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე 101001000.
13. ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი"
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way