ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მერიასთან გადაინაცვლეს.
მათი ნაწილი ცოტა ხნის წინ უწყებაში შევიდა, სადაც, არსებული ინფორმაციით, მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა იმართება.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, დღეს დილით ხმაური იყო. ხმაური და დაპირისპირება ბაზრობაზე დასაქმებულებსა და პოლიციას შორის მოხდა. დასაქმებული პირები შესვლას ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაწყობე ფართებს ფლობდნენ, რადგან მათივე განმარტებით, ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონლის გამოტანა სურდათ.
გარდა ამისა, დაზარალებულები დილიდან მოითხოვდნენ, რომ ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლები მისულიყვნენ, მაგრამ უწყებიდან არავინ გამოჩენილა.
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.