USD 2.6936
EUR 3.1394
RUB 3.3040
Tbilisi
ე.წ. დნესტრისპირეთის ხელისუფლებამ რუსეთს ოფიციალურად მიმართა მოლდოვადან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებაში დახმარებისთვის
Date:  413
ოკუპირებულმა დნესტრისპირეთმა რუსეთს ოფიციალურად მიმართა "ბლოკადის დაძლევასა და მოლდოვიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალებაში". ეს განცხადება მას შემდეგ იქნა გაკეთებული, რაც წინა კვირაში დღის წესრიგში დადგა ოკუპირებული დნესტრისპირეთის რუსეთთან მიერთების საკითხი. დღევანდელი განცხადება ერთის მხრივ რუსეთისაგან მომავალ საფრთხეებს კიდევ უფრო რეალისტურს ხდის და რუსეთისათვის შეფუთვად წინაპირობებს ამზადებს, ხოლო მეორეს მხრივ ესაა ზეწოლა მოლდოვაზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფვის. გარდა ამისა დნესტრი რუსეთისათვის საკუთარი იმპერიული ამბიციების რეალიზების კიდევ ერთი საშუალებაა.
1992 წლის შემდეგ მოლდოვას დაკარგული აქვს კონტროლი დნესტრისპირეთზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბაზირებულია რუსეთის მე-14 არმიის ძალიან მცირე ნარჩენები, რომლებიც თავდაპირველად სწორედ მოლდოვას წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას, შემდეგ კი დნესტრისპირეთის ამოსაცნობი ნიშნებით აფხაზეთშიც კი აღმოჩნდნენ საქართველოს წინააღმდეგ.
დნესტრისპირეთის კონფლიქტის რეალური მიზეზი რუსეთის მიერ თავისი დიდი სამხედრო არსენალის შენარჩუნება, მოლდოვაზე კონტროლი და დანარჩენ ევროპაზე მუქარის საშუალებას ქონაა. არსენალი რუსეთს კობასნეში აქვს განთავსებული და დღემდე მის მიერაა კონტროლირებადი. ცხადია, ტექნიკის უმრავლესობა მოძველებული და გაუმართავია, მაგრამ იმ რაოდენობის ამუნიციაზეა საუბარი, რომლიდანაც საჭირო ნაწილები კვლავ შეიძლება მოიძებნოს.
 
 
2014 წლიდან რუსეთი პრაქტიკულად ვეღარ ახორციელებს ეფექტურ როტაციას აღნიშნულ ტერიტორიაზე. დარჩენილი რუსი სამხედროების რაოდენობა 400-დან 1500-მდეა. მაგრამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთისათვის დნესტრისპირეთის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. არსებობდა მოლოდინი, რომ თუკი რუსეთი უკრაინას დაიკავებდა, მოსკოვი მიიერთებდა დნესტრისპირეთსაც ან სულაც მოლდოვაზე ომის საფუძველს შექმნიდა ამით.
უკრაინისათვის ნათელია, რომ დნესტრისპირეთის განადგურება მისი ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ოკუპირებული ტერიტორია ზედ ეკვრის ოდესის ოლქს. ეს კი ხდება იმ წინაპირობების ფონზე, რომ 1990-ან წლებში თავად უკრაინა იჩენდა აქტიურ ინიციატივას დნესტრისპირეთის გაძლიერებისა და მოლდოვისაგან ჩამოშორების პროცესში. პოლიტიკა იცვლება სტრატეგიული გამოწვევებიდან გამომდინარე. ამაში უცნაური არაფერია.
რუმინეთმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთი დნესტრისპირეთს მიიერთებს ის რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს. აღსანიშნავია, რომ მოლდოველები და რუმინელები ერთ ენაზე მოსაუბრე ერთი ხალია, რომელიც რუსეთის 1940 წლის აგრესიამ შუაზე გაყო.
tbilisi
აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელდა
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, აწყურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ფართომასშტაბიანი გამწვანების სამუშაოები განახორციელა.
 დაახლოებით 2 000 კვ.მ ფართობზე, 55-მდე თარგი გამწვანდა, სადაც:
  •  მოეწყო სარწყავი სისტემა
  •  შევიდა 850 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი და 17 კუბური მეტრი მულჩი
  •  დაირგო 2 213 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი
  •  800 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახი
 გამწვანების სამუშაოები მიზნად ისახავს ქუჩის ვიზუალური და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way