USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Тбилиси
ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისს მოუწოდებს, თავი დაანებოს კონფრონტაციულ რიტორიკას
дата:  887

საქართველოს მოვუწოდებთ კონფრონტაციულ რიტორიკაზე უარი თქვას, - ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რუსული ავიახაზების მიერ რეგულარული ფრენების შესაძლო დაწყების შესახებ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კომენტარს გამოეხმაურა.

„ქართველი პოლიტიკოსების ბოლო განცხადებების ფონზე, აფხაზეთის რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის განცხადების ფონზე, რომელმაც განაცხადა, რომ „საქართველოს ოსური მხარისთვის 2008 წლისთვის ბოდიშის მოხდა და ყოფილი მმართველი პარტიის დასჯა მოუწევს“, აფხაზეთის რესპუბლიკა სამხრეთ კავკასიაში განვითარებული რეალობის აღიარებიდან გამომდინარე, პრაგმატული ურთიერთქმედების დაწყებას ელოდა. თუმცა, ურთიერთობების მოგვარებისკენ მიმართული პრაგმატული მიდგომის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს შაბლონური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და რეალობისგან შორს მყოფი განცხადებების გაკეთებას, რომლებიც მოსაწყენი გახდა და მხოლოდ დამატებით დაძაბულობას ქმნის. საქართველოს ხელისუფლების მორიგი თავდასხმები შეუქცევადი პროცესების შეფერხების მცდელობას წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებით, „მსგავსი მიდგომები გაჭიანურებული კრიზისის მოგვარებას ხელს არ უწყებს და დიალოგის შესაძლებლობას ძირს უთხრის“.

„ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს, კონფრონტაციულ რიტორიკაზე უარი თქვას, ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგის ახალი ეტაპი, რომელიც 1992-1993 და 2008 წლების კონფლიქტების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალობას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ BMG-ს განუცხადა, რომ „ოკუპირებული სოხუმის ე.წ. აეროპორტის ამოქმედებაა უკანონოა და უცხო ქვეყნის ავიაკომპანია, რომელიც ფრენას შეასრულებს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, დაარღვევს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს“.

მოსკოვიდან ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში საცდელი რეისი ავიაკომპანია ЮВТ Аэро-მ 7 თებერვალს განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენების დაწყება 1-ელი მაისიდან იგეგმება.

общество
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати