USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არძინბამ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ხელისუფლების დამხობის მცდელობა უწოდა
Date:  912

ე.წ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები დესტრუქციულ როლს ასრულებენ შესაბამის პროცესებში.

"ძვირფასო თანამემამულენო! აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას. მიგვაჩნია, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის კიდევ ერთი მცდელობა.

ე.წ. მშვიდობიანი მომიტინგეები აქტიურად იყენებენ პირდაპირ ქმედებებს: მოლოტოვის კოქტეილებს, ქუჩების დაკეტვას და აგრესიული ქცევის სხვა ფორმებს.

ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მათ კარგად აქვთ ინსტრუქტაჟი მიღებული აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თბილისში აშშ-ის საელჩოსგან. გარდა ამისა, ტრადიციულად აღვნიშნავთ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციულ როლს ამ ზომების მომზადებაში.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი მუდმივად აკვირდება სიტუაციას, არის მუდმივ კონტაქტში აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობასთან.

ჩვენი სახელმწიფო საზღვარი აფხაზური და რუსული სპეცრაზმის საიმედო დაცვის ქვეშაა.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების სისტემა სტაბილური დარჩება“

http://mfaapsny.org/

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way