ე.წ. აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, ამის შესახებ იტყობინება რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახური.
„14 თებერვალს აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა“, - ნათქვამია ანგარიშში. დაგეგმილია, რომ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრებს გამართავს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში რია ნოვოსტის განუმარტეს, რომ ბჟანია მოსკოვში სავარაუდოდ 7-10 დღე დარჩება. ჩვეულებრივ, ამდენი დღე გრძელდება მისი მივლინებები მოსკოვში.