USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
ეთნოგრაფიულ მუზეუმში „თბილისობის“ დღესასწაული აღინიშნა
дата:  755
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა „თბილისობის“ დღესასწაულს მრავალფეროვანი ღონისძიებებით უმასპინძლა. 5 და 6 ოქტომბერს (12:00 საათიდან 16:00 საათამდე) მასშტაბური ღონისძიებების ფარგლებში წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტრადიციები და კულტურა. ღონისძიებების პირველ დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმს მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია ესტუმრა.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
მუზეუმის ვიზიტორებს კუს ტბის ასახვევიდან ემსახურება მუზეუმის მიკროავტობუსი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათეულწლიანი წყვეტის შემდეგ ეთნოგრაფიული მუზეუმი მესამე წელია „თბილისობას“ აღინიშნავს და სტუმრებს მრავალფეროვან და საინტერესო პროგრამას სთავაზობს. მუზეუმის ოდა-სახლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონი წარმოდგენილია სიმღერით, ცეკვით, ხელნაკეთი ნივთების გამოფენითა თუ ტრადიციული კულინარიის მასტერკლასებით. მეორე წელია დღესასწაულში მონაწილეობენ რეგიონიდან ჩამოსული ბავშვებიც.
5 ოქტომბერს „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში საქართველოს კუთხეების მიხედვით შემდეგი ღონისძიებები გაიმართა:
შიდა ქართლი - მრავალფეროვანი გამოფენები, ძველი ქართული ჭიდაობა, თონეში ნაზუქის ცხობის მასტერკლასი, რეწვის მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.
ქვემო ქართლი - მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული გამოფენა, ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, თოჯინების თეატრის წარმოდგენა.
გურია - ეთნოგრაფიული
წარმოდგენები, მრავალფეროვანი გამოფენები, ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები, მოსავლის აღება-დაბინავების ეთნოგრაფიული რიტუალები, ფოლკლორული ღონისძიებები.
მცხეთა-მთიანეთი - მრავალფეროვანი გამოფენები, მოხეური და ხევსურული სამზარეულოს მასტერკლასები, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.
რაჭა - ეთნოგრაფიული წარმოდგენები, რაჭული სტუმარმასპინძლობის რიტუალები, მრავალფეროვანი გამოფენა, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.
სვანეთი - უძველესი სვანური სამზარეულოს მასტერკლასები, სვანური რიტუალები და ფოლკლორული ღონისძიებები.
სამეგრელო - მრავალფეროვანი გამოფენები, მეგრული სამზარეულოს გამოფენა, ფოლკლორული ღონისძიებები.
აჭარა - ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა, რეწვის მასტერკლასები, აჭარული ფოლკლორული ღონისძიებები.
6 ოქტომბერს (12:00 საათიდან 16:00 საათამდე) ეთნოგრაფიულ მუზეუმში კუთხეების მიხედვით შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:
აფხაზეთი - მრავალფეროვანი გამოფენები, აფხაზური ტრადიციების გაცოცხლება, კულინარიის ნიმუშების წარდგენა, ფოლკლორული ღონისძიებები, ღვინის კუთხე.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია - ოსური ეთნოგრაფიისა და ტრადიციების წარმოჩენა, კულინარიული მასტერკლასები, ოსური ფოლკლორული ღონისძიებები.
აჭარა - ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა, რეწვის მასტერკლასები, აჭარული ფოლკლორული ღონისძიებები.
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати