USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ეთიოპიის სამხედრო უწყება - ტიგრაის ძალების 5 600-ზე მეტი აჯანყებული მოვკალით
дата:  882

ეთიოპიის სამხედრო უწყების ცნობით, ქვეყნის ჩრდილოეთით ბაზირებული ტიგრაის ძალების 5 600-ზე მეტი აჯანყებული მოკლეს, - ამის შესახებ BBC წერს..

სისხლიანი დაპირისპირება გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო, თუმცა, მთავრობა არ აკონკრეტებს, რა პერიოდს მოიცავს დაღუპულთა აღნიშნული მონაცემები. კორესპონდენტების დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა, მხოლოდ ბოლოდროინდელი შეტაკებების შედეგებზეა საუბარი.

ეთიოპიის მთავრობის ცნობით, კიდევ 2 300-მდე ამბოხებულია დაჭრილი, 2 000-მდე კი, ტყვედაა აყვანილი.

ეთიოპიის მთავრობა აცხადებს, რომ აჯანყებულები - ტიგრაის სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის (TPLF) წევრები ქვეყნის დანგრევას ცდილობენ და რომ მათ მეზობელ რეგიონებში - ამჰარასა და აფარში შეჭრა სცადეს.

ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე დაპირისპირებას უკვე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით ადგილობრივმა დაკარგა საცხოვრებელი. მოსახლეობა ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს. უმეტეს შემთხვევაში, მათი თავშესაფარი სუდანია.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати