USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ეთიოპიელმა მეამბოხეებმა მართლმადიდებლური ეკლესიებით განთქმული ქალაქი ლალიბელა აიღეს
თარიღი:  938

ეთიოპიაში, ამჰარის რეგიონში, მეამბოხეებმა კონტროლი მოიპოვეს კლდეში ნაკვეთი, მართლმადიდებლური ეკლესიებით განთქმულ ქალაქ ლალიბელაზე, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

მეამბოხეები მეზობელი ტიგრაის რეგიონიდან არიან. აღსანიშნავია, რომ ამ რეგიონშიც, მოსახლეობის უმეტესობა 95.5% მართლმადიდებელი ქრისტიანია.

ლალიბელა, რომელიც მე-13 საუკუნის ტაძრების ქალაქია, მილიონობით მართლმადიდებლისთვის წმინდა ადგილია.

გასული წლის ნოემბრის შემდეგ, ეთიოპიაში ომის დაწყების შემდეგ, ათასობით ადამიანია მოკლული. ამჟამად ომი ტიგრაის ორ მეზობელ რეგიონში - ამჰარასა და აფარში მიმდინარეობს.

ლალიბელას მერის მოადგილის თქმით, სროლა არ ყოფილა, თუმცა მოსახლეობა სახლებს ტოვებს და ქალაქიდან გარბის. ის შიშობს, რომ უძველესი ტაძრები მეამბოხეების მიერ განადგურების საფრთხის წინაშეა.

ლალიბელაში 11 კლდეში ნაკვეთი ტაძარია. ტაძრები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში 1978 წელს შევიდა.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის