ეთიოპიის მცხოვრებლები შესაძლოა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩდნენ. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია იტყობინება. მიზეზი კალიებია, რომლებმაც 200 ათას ჰექტარამდე ნათესები გაანადგურეს. სრულად არის განადგურებული 356 ათას ტონამდე ხორბალი, სიმინდი და სხვა მარცვლეული კულტურები. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს კორონავირუსის პანდემია. ქვეყანაში ფრენები შეზღუდულია, რის გამოც კალიების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ვეტ ხერხდება.
წყარო: bloomberg.com
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.
დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.
ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.
ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.