ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობის პირველ დღეს ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სერბ მარიცა პერიშიჩს სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ბრინჯაოსთვის შეხვედრამდე ეთერ ლიპარტელიანმა იტალიელი ტაუანი კაპანი დიასი, ფრანგი ფაიზა მოკდარი და გერმანელი სეია ბალჰაუსი დაამარცხა, ნახევარფინალური შეხვედრა კი უკრაინელ დარია ბილოდიდთან დათმო.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი ქართველმა ძიუდოისტმა 2022 წელსაც მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მონპელიეში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა.