62 წელია ქალბატონი ეთერი ემსახურება საქმეს, რომელიც ძალიან დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს .
გვიახლოვდება ქრიზანთემების გამოფენა და გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ქრიზანთემების საკოლექციო ნაკვეთს შვილივით უვლის.
ეთერ გოგიტაშვილი - ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების საცდელ-საკოლექციო ნაკვეთის კურატორია. მან ბაღში მუშაობა 1960 წელს მებაღედ დაიწყო და ფაქტობრივად ყველა პოზიცია გაიარა.
მის მიერ გამოყვანილი ქრიზანთემების 30-ზე მეტი ჯიში თავისი მომხიბვლელობით აშკარად გამორჩეულია, რასაც ამ დარგის გამოცდილი სპეციალისტები აღიარებენ და სხვადასხვა გამოფენაზე საზოგადოების დიდ მოწონებას იმსახურებს.
მოგვიანებით მოგიყვებით ქრიზანთემების საკოლექციო ნაკვეთის შესახებ, თუ რამდენი სახეობა და ჯიშია ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთზე და როგორ მოვლას საჭიროებენ.