USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს
дата:  737

ესტონეთში ერთი კვირის შემდეგ, ძალაში შევა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებს არ შეუშვებენ შენგენის იმ ვიზებით, რომლებიც უშუალოდ ესტონეთის მიერ არის გაცემული, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის სხდომის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა.

„სანქცია ნიშნავს, რომ ვიზები იქნება მოქმედი, მაგრამ მათ მფლობელებს დაუწესდება სანქციები, თუკი ისინი ესტონეთში შევლენ, ანუ მათ ესტონეთში შესვლა აეკრძალებათ“ , - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს გამონაკლისს.

ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს, პირებს, რომლებიც ეწევიან საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებს, პირებს, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით ფლობენ თავისუფლად გადაადგილების უფლებას, მათ, ვისი ესტონეთში შესვლა აუცილებელია ჰუმანიტარული მოსაზრებებით, ასევე იმ პირთა ახლო ნათესავებს, ვისაც ესტონეთის მოქალაქეობა გააჩნია.

მინისტრმა დააზუსტა, რომ ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ იმ ვიზებს, რომლებიც გაცემულია ესტონეთის მიერ და არ ვრცელდება შენგენის ზონის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ ვიზებზე.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати