USD 2.7109
EUR 3.1197
RUB 3.3417
თბილისი
«Responsible Statecraft» (აშშ): „მარცხით გამარჯვება“: უკრაინამ რუსეთთან ომში ფინეთს უნდა მიბაძოს“
თარიღი:  425

 

აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის - „ქუინსის ინსტიტუტის“ ჟურნალ „რესპონსიბლ სთეითქრაფთში“ (Responsible Statecraft) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მარცხით გამარჯვება“: უკრაინამ რუსეთთან ომში ფინეთს უნდა მიბაძოს“ (ავტორები - ანატოლ ლივენი და ალექს ლიტლი). „ფინეთს დამოუკიდებლობა რომ შეენარჩუნებინა, ტერიტორიის მსხვერპლად შეწირვა მოუწია, სამაგიეროდ, სტალინთან ომის შემდეგ ქვეყანა აყვავდა და სიამაყე დაიბრუნა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

რამდენადაც უკრაინის მიმართ საერთაშორისო სოლიდარობა და დახმარება თანდათან სუსტდება, ხოლო ვაშინგტონის პოლიტიკური ელიტა, ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გამო, კიევს შედარებით ნაკლებს ყურადღებას უთმობს, უკრაინას უკიდურესად ჭირდება „კვანძის გახსნა“ შექმნილ სიტუაციაში. გაისმის ხმები, რომ ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები თითქოსდა უკრაინელ კოლეგებთან ბჭობენ - გადადგან თუ არა ნაბიჯი რუსეთთან სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვის მიზნით.

იბადება კითხვა: როგორი იქნება (უნდა იყოს) კიევსა და მოსკოვს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება? მრავალი ისტორიული მაგალითიდან თვალშისაცემია ერთ-ერთი, რომელიც შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოდელად იქცეს.

საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომი, რომელსაც ფინეთში „ზამთრის ომს“ უწოდებენ, 1939 წლის ნოემბრიდან 1940 წლის მარტამდე მიმდინარეობდა (მეორე მსოფლიო ომის ჩარჩოებში განახლდა 1941 წლის ივნისში, დასრულდა 1944 წლის სექტემბერში). თუ „ზამთრის ომის“ დაწყება-დასრულების პროცესს დაკვირვებით გავეცნობით და მას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს შევადარებთ, მიმართებით გარკვეულ პარალელებს შევამჩნევთ.

მას შემდეგ, რაც ფინეთმა კრემლის ულტიმატუმი უარყო ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობის მოთხოვნით, ხოლო მოსკოვმა 1939 წელს ხელი მოაწერა მოლოტოვ-რიბენტროპის აქტს, იოსებ სტალინის ჯარები ფინეთში შეიჭრნენ, კანონიერი ხელისუფლების დამხობისა და მარიონეტული პროსაბჭოურ-[პრორუსული] მთავრობის შექმნის მიზნით და იმავდროულად, ლენინგრადისადმი საფრთხის აცილებისთვისაც, რომელიც იმ დროს საბჭოთა კავშირის მეორე მნიშვნელოვან ქალაქს და ბალტიის ზღვაზე ერთადერთ საბჭოთა ნავსადგურს წარმოადგენდა.

ისევე როგორც 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის საწყის ეტაპზე, 1939 წელსაც რუსი საბჭოთა გენერლები წინასწარმეტყველებდნენ, რომ ჰელსინკი საბჭოთა ჯარების ზეწოლით სამ დღეში კაპიტულაციას გამოაცხადებდა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ჯარი ფინეთის ჯარს რაოდენობის მხრივ სამჯერ ჭარბობდა, ფინეთმა მაინც დიდი წინააღმდეგობა გაუწია მოსკოვს და მიაღწია იმას, რომ კრემლის არმიამ დიდი დანაკარგები განიცადა.

რასაკვირველია, საბოლოო ჯამში, ერთი მხრივ, ფინეთი, სამხედრო თვალსაზრისით, დამარცხდა და იძულებული გახდა მოსკოვისათვის თავისი ტერიტორიის 11% დაეთმო, მაგრამ, მეორე მხრივ, ფინელებმა მაინც მოიპოვეს მორალური გამარჯვება. ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ სწორედ ფინელთა თავგანწიულმა წინააღმდეგობამ დაარწმუნა იოსებ სტალინი, რომ ფინეთის მიერთება ან მარიონეტულ სახელმწიფოდ გადაქცევა მოსკოვს უფრო მეტ პრობლემას მოუტანს, ვიდრე სარგებელს. ამიტომაც 1944 წელს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით, ფინეთმა მტაცებელ მეზობელს პატარა მიწის ნაჭერი კიდევ „გადაუგდო“ და თავი ნეიტრალურ ქვეყნად გამოაცხადა. ამრიგად, ფინეთმა როგორც რუსეთის იმპერიის ყოფილმა ნაწილმა, თავიდან აიცილა საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში დაბრუნება, ბალტიისპირეთისაგან განსხვავებით.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰელსინკი თანმიმდევრულად ატარებდა ე.წ. „პაასიკივი-კეკონენის დოქტრინას“, რომელიც ემსახურებოდა დამოუკიდებელი ფინეთის არსებობას ნეიტრალური საგარეო პოლიტიკის შენარჩუნებით. იმავდროულად ფინური ნაციონალიზმი ქვეყნის შიგნით არ გამქრალა და მნიშვნელოვან იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირი ფინეთთან ხელმოწერილი შეთანხმების პირობებს იცავდა, ღრმავდებოდა ეკონომიკური ურთიერთობა, ვაჭრობა, რაც ხელს უწყობდა ცივი ომის პერიოდში ფინეთის ეკონომიკის აყვავებასა და დასავლური დემოკრატიის წარმატებით გნვითარებას. „ცივი ომის’ დასრულების სემდეგ, 1995 წელს, ფინეთი ევროკავშირში გაერთიანდა, ახლახანს კი ნატოშიც.

მართალია, ცივი ომის დროინდელ დასავლელ გეოპოლიტიკოსებს შორის ტერმინი „ფინეთიზაცია“ ნეგატიურად აღიქმებოდა (კომპრომისისა და „სიმშვიდის“ სინონიმად), საბოლოო ჯამში ასეთმა პოლიტიკამ დიპლომატიური ტრიუმფის სახე მიიღო. ფინეთში უკვე დიდი ხანია მსოფლიოში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ-ერთ ყველაზე მაღალია ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო დემოკრატიის დონე - 100% (შედარება: „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, აშშ-ში დემოკრატიის დონე მხოლოდ 83%-ს შეადგენს). ფინელები მრავალი წელია მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ხალხად ითვლებიან.

პირდაპირ ვთქვათ: კიევს შეუძლია მიბაძოს ჰელსინკს და ფინეთის მაგალითით ისარგებლოს. დიახ, ტერიტორიის დათმობა, თუნდაც ძალიან მტკივნეული, მაინც ღირს ისეთი მომავლის უზრუნველსაყოფად, როცა ქვეყნის უდიდესი, ძირითადი ნაწილი ეკონომიკურად აყვავდება და პოლიტიკურად განვითარდება. იმედი უნდა გვქონდეს, რომ უკრაინული ნაციონალიზმი შენარჩუნდება და უკრაინელთა შემართება დაარწმუნებს ვლადიმერ პუტინს, იოსებ სტალინის მსგავსად, რომ კრემლის მიზნების რეალიზება ილუზიურია, უკრაინა არასოდეს არ გახდება რუსეთის სატელიტი სახელმწიფო. ეს იქნება უკრაინის ყველაზე დიდი გამარჯვება - არამარტო რუსეთის დღევანდელ  მიზნებზე, არამედ მთლიანად, ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში, როცა კიევზე მოსკოვი ბატონობდა.

როგორი მდგომარეობაა დღეს?

ერთი მხრივ, უკრაინის მთავრობა მტკიცედ არის ერთგული თავისი მაქსიმალისტური მიზნებისადმი: კიევს სურს, რომ მთლიანად დაიბრუნოს საერტაშორისოდ აღიარებული ტერიტორია 1991 წლის საზღვრებით, რუსეთის მიერ 2014 წელს ანექსირებული ყირიმის ჩათვლით. მაგრამ ბრძოლის ველზე შექმნილი რეალური სიტუაცია იმაზე მეტყველებს, რომ კიევის გეგმების განხორციელება ძალიან საეჭვოა. შესაბამისად, ყველაზე უკეთესი, რისი იმედიც უკრაინას უნდა ჰქონდეს, ფრონტის ხაზის ამჟამინდელი მდგომარეობის დროს, ეს არის კონფლიქტის გაყინვა.  

მეორე მხრივ, თუ საომარი მოქმედებები გაგრძელდება იმ პირობებში, როცა რუსეტს დიდი უპირატესობა როგორც ცოცხალი ძალის, ასევე შეიარაღებისა და ტექნიკის მხრივ, როცა დასავლური სანქციები კრემლის მიმართ ნაკლებეფექტურია, უკრაინას წინ კიდევ უფრო მეტი მტკივნეული დანაკარგები და ნგრევა ელოდება. კიევმა უნდა გაითვალისწინოს: ფინეთს რომ დროულად არ შეეჩერებინა მოსკოვთან ომი, დღევანდელ წარმატებულ მდგომარეობაში არ იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ამ საკითხში ვაშინგტონს თავისი წვლილის შეტანა შეუძლია - ამერიკამ არ უნდა წააქეზოს და ხელი არ უნდა შეუწყოს ისეთი არარეალური სამხედრო მიზნების განხორციელებას, რომლებიც, დიდი ალბათობით, უკრაინას კატასტროფამდე მიიყვანს.

უკრაინამ, ბევრი თვალსაზრისით, მნიშვნელოვან წარმტებას უკვე მიაღწია: ვლადიმერ პუტინს არარ აქვს იმის იმედი, რომ უკრაინას მთლიანად დაიმორჩილებს და ვასალურ ქვეყნად გადააქცევს. კიევი სწრაფად ინტეგრირდება დასავლეთთან. კრემლის პოლიტიკის გამოისობით, უკრაინული ნაციონალიზმი კი არ სუსტდება (რაც მოსკოვს უნდოდა), არამედ უფრო ძლიერდება.

ისევე როგორც ფინეთის შემთხვევაში, ეროვნული ერთიანობა უკრაინის დამოუკიდებლობისათვის ყველაზე მტკიცე და საიმედო ფაქტორს წარმოადგენს.

წყარო: https://responsiblestatecraft.org/eu-aid-to-ukraine/

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.