USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Тбилиси
ესპანეთში მცხოვრები ქართველი, ირაკლი ანდრიაძე -ვინც არ იცის, რა ხდება ესპანეთში შეიძლება ვერ მიხვდეს რამხელა კონტრასტებზე ვსაუბრობ
дата:  1877

ესპანეთში მცხოვრები ქართველი, ირაკლი ანდრიაძე, რომელიც კორონავირუსის გამო საქართველოში დაბრუნდა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

“გრძელი პოსტები არ მახასიათებს მაგრამ ეს რომ არ დავწერო, არ გამოვა. გუშინ ჩამოვფრინდი ესპანეთიდან. ბოლო 15 დღის განმავლობაში ისეთი ცუდი სიტუაციაა, არანაირი პრევენციული პროდუქტი აფთიაქში არ გხვდება: ბამბა, სპირტი, პირბადე, ხელთათმანი, ხელის დეზინფექტორი. ხალხი თავის თავის იმედზეა დარჩენილი სახლებში გამოკეტილი – ერთადერთი საკვები იშოვება სუპერმარკეტებში.

მოკლედ ბევრი რომ არ ვწერო, როგორც იქნა დავტოვე ესპანეთი და ჩამოვაღწიე თბილისის აეროპორტში..

ჩამოვედი თუ არა: 1. ყველა მკაცრად შეგვამოწმეს 2.კუსტარული პირბადეები გადაგვაგდებინეს და სამედიცინო პირბადეები გვაჩუქეს 3. ხელები დეზინფექტორით დაგვბანეს და სამედიცინო ხელთათმანები ჩაგვაცვეს 4. ავტობუსში სანამ ჩავსხდებოდით, სკამებზე ყველას საკვები დაგვახვედრეს და საირმეში ძალიან კარგ სასტუმროში კარანტინში გამოგვიშვეს.

ვინც არ იცის, რა ხდება ესპანეთში, იტალიაში ან ზოგადად ევროპის აეროპორტებში, შეიძლება ვერ მიხვდეს რამხელა კონტრასტებზე ვსაუბრობ, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ყველას ქედი გვაქვს მოსახრელი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც 24 საათიან რეჟიმში ესე დაუღალავად მუშაობს და არ აძლევს ვირუსს გავრცელების საშუალებას. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა”.

 

Тбилиси
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати