USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ესპანეთმა ევრობასკეტი მეოთხედ მოიგო. ესპანეთი-საფრანგეთი 88:76
Date:  441

ევრობასკეტი 2022 ესპანეთმა მოიგო. პირენეელებმა ევროპის ჩემპიონატი თბილისში ბულგარეთთან გამარჯვებით დაიწყეს და ბერლინში საფრანგეთის ძლევით დაასრულეს – 88:76. ეს გახლდათ ესპანეთის ნაკრების მეოთხე ოქრო ევრობასკეტებზე.

სერჯიო სკარიოლოს გაწვრთნილმა გუნდმა მატჩი ეფექტურად დაიწყო – უმთავრესად პერიმეტრიდან ზუსტი ტყორცნებით საფრანგეთს პირველივე მეოთხედში გაასწრო და მატჩი ისე დასრულდა, გამარჯვებულის ბედი კითხვი ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია.

31-დან 18 სამქულიანი – ასეთი შედეგი დაფიქსირდა საბოლოოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანეთის ნაკრებმა პერიმეტრიდან 48-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა. ამ კომპონენტში კი საუკეთესო ტანმაღალი ხუანჩო ერნანგომესი იყო, რომელმაც 9-დან 7 სამქულიანი გამოიყენა. მას საბოლოოდ 27 ქულა მოუგორვდა და მატჩის ბომბარდირი გახდა.

23 ქულა ჰქონდა ფრანგ ევან ფურნიეს, რომლის 8-დან 4 სამქულიანი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way