USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
Date:  994

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სამინისტროს განცხადებით, საგანგებო სტატუსი გავრცელდება იმ რეგიონებზე, რომლებიც ამის თხოვნით მიმართავენ.

ამ დროისთვის, მადრიდმა, ანდალუსიამ და ესტრემადურამ ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე სთხოვეს საზოგადოებრივი წესრიგისა და სხვა ფუნქციების საკუთარ თავზე აღება.

ელექტროენერგიის გათიშვა შეეხო ისეთ მნიშვნელოვან ინდუსტრიებს, როგორიცაა ტრანსპორტი და ტელეკომუნიკაციები.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.

მანამდე ესპანეთსა და პორტუგალიაში დენის მასშტაბური გათიშვა დაფიქსირდა. დენის მასშტაბურმა გათიშვამ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება და დიდი საცობები გამოიწვია.

„ევროპის ელექტროსისტემაში ძლიერმა ტექნიკურმა რყევამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა, თუმცა კონკრეტულად რა გახდა მისი მიზეზი, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს“, - აღნიშნა ესპანეთის მთავრობის მეთაურმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, კიბერშეტევის ნიშნები არ არსებობს.

პორტუგალიის ოპერატორმა განაცხადა, რომ პორტუგალიაში მომხდარი ელექტროენერგიის გათიშვა გამოწვეული იყო ესპანეთის ელექტროქსელში არსებუ

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way