USD 2.6936
EUR 3.1394
RUB 3.3040
Тбилиси
ესპანეთი ხორვატიის საფეხბურთო ომი და დრამა ბუქარესტში
дата:  754

ეს მატჩი ფინალს დაამშვენებდა 

ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ესპანეთმა საოცარ მატჩში ხორვატია დამატებით დროში 5:3 დაამარცხა.

ესპანეთი თავიდანვე დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, მეტოქის ნახევარზე დაბანაკდა და მე-15 წუთზე პედრის პასის შემდეგ კოკეს მართებდა გატანა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარე ლივაკოვიჩმა ფეხით მოიგერია. შემდეგი იერიშისას საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე ხორვატთა მცველ ვიდას მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ჩაქირმა პენალტი არ დანიშნა. მე-20 წუთზე კი უნაი სიმონმა კურიოზული გოლი გაუშვა და სლავები დაწინაურდნენ. „ფურია როხამ“ ანგარიში 38-ე წუთზე გაათანაბრა, როდესაც შტურმი სარაბიამ დააგვირგვინა და პირველი

ტაიმი ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმში „ფურია როხამ“ შეტევები გააძლიერა და 56-ე წუთზე ასპილიკუეტამ თავურით დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი. ხორვარტია უკვე მდევრის როლში აღმოჩნდა და იძულებული შეიქნა მეტოქის კარზე იერიშები მიეტანა - გვარდიოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება. 76-ე წუთზე კი ფ. ტორესმა დაამწუხრა ლივაკოვიჩი და ესპანეთი 2 ბურთით გაიჭრა წინ. თითქოს ყველაფერი დასრულდა, თუმცა, ხორვატია არ დანებდა და ჯერ ორშიჩმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო კომპენსირებულ დროში პაშალიჩმა გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

მესამე ტაიმის დასაწყისში ორშიჩმა ოდნავ ააცილა მიზანს, კრამარიჩის 3 მეტრიდან დარტყმული ბურთი უნაი სიმონმა მოიგერია, საპასუხო იერიშისას მორატამ გაიტანა და ლუის ენრიკეს გუნდი ისევ წინ გავიდა. 103-ზე ოიარსაბალმაც უწია მიზანს და ანგარიში 3:5 გახდა. დასკვნით მეოთხედში ბუდიმირმა ვერ გამოიყენა შანსი, ხორვატიას ეტყობა ძალაც გამოელია, ესპანეთმა თამაში დააწყნარა და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.


ესპანეთი მეოთხედფინალში საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
ხორვატია - ესპანეთი 3:5
გოლები: 1:0 პედრი (20, საკ. კარში), 1:1 სარაბია (38), 1:2 ასპილიკუეტა (56), 1:3 ფ. ტორესი (76), 2:3 ორშიჩი (85), 3:3 პაშალიჩი (90+3), 3:4 მორატა (100), 3:5 ოიარსაბალი (103)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბუსკეტსი დაასახელეს.
. ესპანეთი დიდი ტურნირის მეოთხედფინალში 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
. მიმდინარე ტურნირზე 9 ავტოგოლი გავიდა - იმდენივე რამდენიც ევროს ისტორიაში.
. 18 წლისა და 215 დღის პედრი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროს პლეი-ოფის სასტარტოში ითამაშა. მან რუნის რეკორდი დაამხო.
. ესპანეთმა ბოლო 3 მატჩში ხორვატიას 13 გოლი გაუტანა.
. ესპანეთმა ევროპირველობაზე ზედიზედ 2 მატჩში გაიტანა 5 გოლი, რაც პირველად მოხდა.
 

მბაპემ პენალტი გააცუდა და მსოფლიოს ჩემპიონი ევროპირველობას დაემშვიდობა

 
ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში შვეიცარიამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

შვეიცარია მსოფლიოს ჩემპიონს მედგრად დაუდგა, პირველ ტაიმში ნაღდი საგოლე მომენტი არ შეაქმნევინა, თავად კი სეფეროვიჩის გოლით დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში პავარმა ცუბერი საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, ლორისმა კი გოლის გატანა როდრიგესს არ დაანება და მოედანზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: ჯერ მბაპემ ოდნავ ააცილა ბურთი კარს, შემდეგ ბენზემამ ორწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და შესაძლო 0:2-ის ნაცვლად ტაბლოზე 2:1 დაფიქსირდა.

შემდეგ პოგბამ შორიდან ლამაზი გოლი
 
გაიტანა და 3:1. თუმცა, ცოტა ხანში სეფეროვიჩმა თავურით დუბლი შეასრულა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. 85-ე წუთზე გავრანოვიჩმა ლორისის კარი დალაშქრა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. მაინც გაიტანა გავრანოვიჩმა, ოფსაიდის გარეშე - კიდევ ერთი 3:3 და კიდევ ერთი დამატებითი დრო დღევანდელ პლეი-ოფებში.

დამატებით დროში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ბოლო თერთმეტმეტრიანი მბაპეს ზომერმა აუღო და შვეიცარიამ გაიმარჯვა.

შვეიცარია 2 ივლისს სანკტ-პეტერბურგში მეოთხედფინალში ესპანეთს შეხვდება.

ბუქარესტი. „ნაციონალა“
საფრანგეთი -შვეიცარია 3:3 (პენ 4:5)
გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (15), 1:1 ბენზემა (57), 2:1 ბენზემა (59), 3:1 პოგბა (75), 3:2 სეფეროვიჩი (81), 3:3 გავრანოვიჩი (90)
გამოუყენებელი პენალტი: როდრიგესი (55)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჯაკა აღიარეს.
. საფრანგეთი დიდ ტურნირზე პენალტების სერიაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - ადრე ეს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში მოხდა.
. მბაპემ ტურნირი უგოლოდ დაასრულა - მხოლოდ 1 საგოლე პასი გააკეთა.
. საფრანგეთი უკანასკნელი 5 დიდი ტურნირიდან მეოთხედფინალში პირველად ვერ გავიდა.
. შვეიცარია ბოლოს დიდ ტურნირზე 1954 წელს იყო გასული - მუნდიალზე.
. შვეიცარიამ 61 წლის შემდეგ პირველად გაუტანა საფრანგეთს 3 გოლი.
Тбилиси
ჟორდანიას სანაპიროსა და ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოეწყობა დამთავრდა - პროექტი 3 მლნ ლარი დაჯდა

ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა. განხორციელებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.

„ეს იყო ერთ-ერთი რთული მონაკვეთი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აქ ძალიან ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევები. ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, აღნიშნული კვანძი სრულად მოწესრიგდა, მოეწყო ზებრა გადასასვლელები და ტროტუარი. სანაპიროსთან ქვეითად დაკავშირება უკვე შესაძლებელია ზებრა გადასასვლელით. ასევე, დამონტაჟდა ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნები, რომელიც ხელოვნური ინტელექტით მუშაობს - არეგულირებს გადაადგილებას, ითვლის ნაკადებს და პრიორიტეტს ანიჭებს დატვირთულ მიმართულებას. მიხარია, რომ ტერიტორია ყოველმხრივ მოწესრიგებულია, განათებული, გამწვანებული. ქალაქში გვაქვს კიდევ რამდენიმე ასეთი კვანძი, რომელსაც განახლება სჭირდება და ყველას ეტაპობრივად მივყვებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, როგორც თბილისის მერია იტყობინება, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი LED სანათებით, გზის სავალი ნაწილის მიმდებარედ კი ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. კერძოდ, გზაგამყოფ კუნძულებზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 931 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი და 914 კვ.მ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი.

სამუშაოების საერთო ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати