USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
თბილისი
Tesla-ს აქციების ფასის ვარდნის შემდეგ, ილონ მასკმა ერთ დღეში $24 მილიარდი დაკარგა
თარიღი:  495

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი Tesla-ს აქციების ფასი 9%-ით დაეცა. კომპანიის აქციებზე ფასების ვარდნა მესამე კვარტლის შედეგების გამოქვეყნებასა და მასკის მიერ, გლობალური ეკონომიკის მიმართ გამოხატულ პესიმიზმს მოჰყვა. ამ ყველაფრის შემდეგ მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა თითქმის $24 მილიარდი დაკარგა.

ხუთშაბათს დილით, კომპანიის აქციების ვარდნასთან ერთად, მასკის ქონების წმინდა ღირებულება თითქმის 10%-ით შემცირდა. Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ელექტრომობილების მწარმოებელში აქციათა 21%-ს ფლობს, რაც საერთო ჯამში მისი ქონების 68%-ს წარმოადგენს.

მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის