Tesla-ს აქციების ფასი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კლებას განიცდიდა. კერძოდ, ილონ მასკის ელექტრომობილების მწარმოებლის აქციები იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 26%-ით შემცირდა. თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი კომპანიას ნათელ მომავალს უქადის.
აქტივების მართვის კომპანია Ark Invest-ი პროგნოზირებს, რომ 2025 წლისთვის Tesla-ს აქციები 350%-ით გაიზრდება და მათი ღირებულება $3000-ს მიაღწევს. მათივე მოლოდინით, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი, Tesla-ს აქციების ფასი, სულ მცირე, $1500 მაინც იქნება.
Ark-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არსებობს 50%-იანი შანსი იმისა, რომ Tesla-მ 2025 წლისთვის სრულად თვითმართვადი ავტომობილები შექმნას, რაც წლიურად მას დამატებით $160 მილიარდს აშოვნინებს.
„როგორც ჩანს, Ark-ი მიიჩნევს, რომ Tesla-ს 2025 წლისთვის შემოსავლები $300 მილიარდიდან $700 მილიარდამდე გაეზრდება“, – განაცხადა GLJ Research-ის ანალიტიკოსმა გორდონ ჯონსონმა.
შეგახსენებთ, Tesla ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერი კომპანიაა, მან გასულ წელს 500 000 მანქანა გაყიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც Volkswagen-მა, General Motors-მა და Ford-მა განაცხადეს, რომ ელექტრომობილების წარმოების გაძლიერებას გეგმავენ, Tesla-ს ლიდერობას საფრთხე დაემუქრა.
დასავლეთ ინდონეზიაში მატარებლების შეჯახების შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 84 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამგზავრო მატარებლისა და შორ მანძილზე მოძრავი სამგზავრო მატარებლის შეჯახება ბეკასიში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქისა და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქის, ჯაკარტას აღმოსავლეთით მდებარეობს.
ქვეყნის სამძებრო-სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ სიაფიიმ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაცია გრძელდება და რომ დამტვრეული ვაგონებიდან გადარჩენილების გამოყვანა დელიკატური პროცესია.