USD 2.6126
EUR 3.0364
RUB 3.0189
Тбилиси
Tesla-ს აქციები 2025 წლისთვის 350%-ით გაიზრდება
дата:  1300

Tesla-ს აქციების ფასი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კლებას განიცდიდა. კერძოდ, ილონ მასკის ელექტრომობილების მწარმოებლის აქციები იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 26%-ით შემცირდა. თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი კომპანიას ნათელ მომავალს უქადის.

აქტივების მართვის კომპანია Ark Invest-ი პროგნოზირებს, რომ 2025 წლისთვის Tesla-ს აქციები 350%-ით გაიზრდება და მათი ღირებულება $3000-ს მიაღწევს. მათივე მოლოდინით, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაშიც კი, Tesla-ს აქციების ფასი, სულ მცირე, $1500 მაინც იქნება.

Ark-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არსებობს 50%-იანი შანსი იმისა, რომ Tesla-მ 2025 წლისთვის სრულად თვითმართვადი ავტომობილები შექმნას, რაც წლიურად მას დამატებით $160 მილიარდს აშოვნინებს.

„როგორც ჩანს, Ark-ი მიიჩნევს, რომ Tesla-ს 2025 წლისთვის შემოსავლები $300 მილიარდიდან $700 მილიარდამდე გაეზრდება“, – განაცხადა GLJ Research-ის ანალიტიკოსმა გორდონ ჯონსონმა.

შეგახსენებთ, Tesla ელექტრომობილების ბაზარზე ლიდერი კომპანიაა, მან გასულ წელს 500 000 მანქანა გაყიდა, თუმცა მას შემდეგ,  რაც Volkswagen-მა, General Motors-მა და Ford-მა განაცხადეს, რომ ელექტრომობილების წარმოების გაძლიერებას გეგმავენ, Tesla-ს ლიდერობას საფრთხე დაემუქრა.

мир
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати