USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ცესკომ საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა
дата:  419

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პროპორციული ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ევროპული საქართველო“ – 3,79 %, 5 მანდატი.

„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 27,18%, 36 მანდატი

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%, 4 მანდატი

„ლეიბორისტული პარტია“ – 1%, 1 მანდატი

„მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ – 1,33 %, 2 მანდატი

„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15%, 4 მანდატი

„გირჩი“ – 2,89%, 4 მანდატი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48,22%, 60 მანდატი.

„ლელო“ – 3,15%, 4 მანდატი

ამასთან, 30 მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და პარლამენტში მათი მანდატების საერთო რაოდენობა 90 მანდატია.

21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიციამ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати