USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
Date:  460

ცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს, - განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი).
ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა), განცხადებით უნდა მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარეს:

ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;

ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;

ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას.

პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.

განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე: 2 51 00 51

society
ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა იწყება
ნაძალადევის რაიონის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა იწყება
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია ხვალიდან, 28 ოქტომბრიდან დაიწყება და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. განცხადებისა და მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის შემდეგ, შერჩეულ მოქალაქეებთან გასაუბრება ჩატარდება.
საბჭოს წევრი შეიძლება გახდეს ნაძალადევის რაიონში მცხოვრები (რეგისტრირებული) 18 წლის მოქალაქე, რომელსაც ამ რაიონის მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ნაძალადევის რაიონის გამგებლის ბრძანებით შექმნილი საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც ამავე რაიონში მცხოვრები მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული.
საბჭოს წევრებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ რაიონის, უბნისა და ქალაქის მართვაში. გამგებელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ რაიონისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში. უზრუნველყონ ნაძალადევის რაიონში მცხოვრებთა ინტერესების დაცვა და მოსახლეობის საჭიროებები გააცნონ გამგეობის ხელმძღვანელობას.
მსურველებს განცხადების შევსება და მხარდამჭერთა ხელმოწერების შემოტანა შეუძლიათ ნაძალადევის რაიონის გამგეობის სერვისცენტრში, მისამართზე - დავით გურამიშვილის 25რ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way