USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
ცესკო: არჩევნებზე ხმა მისცა 2,060,412-მა ამომრჩეველმა, აქტივობა 58,94%-ია
Date:  860

ცესკო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების 20:00 საათის მდგომარეობით, აქტივობის შედეგებს აქვეყნებს. არსებული ინფორმაციით, 20:00 საათისთვის საკუთარი ხმა დააფიქსირა 2,060,412 მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 58.94%-ია. ეს მოიცავს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აქტივობის მაჩვენებლებს.

აქტივობები წინა არჩევნებზე ასე ნაწილდებოდა: 2020 წლის არჩევნები 56.11% (1,970,540 მოქალაქე), 2016 წლის არჩევნები 51.63% (1,814,276 მოქალაქე), 2012 წლის არჩევნები 60.8% (2,197,243 მოქალაქე).

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 135 922 ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია. სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა კი 95 910-ია.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way