USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
ცესკო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
дата:  1106

ცესკო არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. როგორც ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, დათვლილია 2026 ტექნოლოგიური უბანი.

"სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებამ მოგვცა საშუალება, დღეს, კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 45 წუთში გაგაცნოთ წინასწარი პირველადი შედეგები. თუმცა მანამდე მინდა აღვნიშნო, რომ ამ დროისთვის საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლის გარდა, კომისიები ხელით დამატებით დაითვლიან შედეგებს, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. ახლა საარჩევნო უბნებზე სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, როგორც მოდერნიზებულ, ისე ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე, ისინი უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

წინასწარი შედეგები:

 

პარტიის ნომერი

პარტიის დასახელება

შედეგი (რაოდენობა)

შედეგი (%)

3

„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

3479

0.197

4

კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა

197619

11.2

5

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“

173510

9.834

6

„ევროპელი დემოკრატები“

7066

0.4

8

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

44689

2.533

9

„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

159306

9.029

10

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

13350

0.757

12

„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

1637

0.093

16

„შეცვალე საქართველო“

11071

0.627

17

„საქართველო“

2463

0.14

20

თავისუფალი საქართველო

3651

0.207

21

ტრიბუნა

2162

0.123

23

„ჩვენ“

2244

0.127

25

„გახარია საქართველოსთვის“

145205

8.229

26

„მემარცხენე ალიანსი“

1115

0.063

27

ქართველ ერთობა

3918

0.222

36

„გირჩი“

56980

3.229

41

ქართული ოცნება

935004

52.991

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати