USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Tbilisi
ცესკო - ვერიფიკაციის აპარატში ამომრჩეველთა სია 1 წლის ვადით ინახება
Date:  432

ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ჩატვირთული ამომრჩეველთა სია (ელექტრონული ვერსია) 1 წლის ვადით ინახება.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, ეს ვადა ცესკო-ს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული ნომენკლატურიდან გამომდინარეობს.

"საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით არის დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმეთა ნომენკლატურა.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატში/აპარატებში ჩატვირთული ამომრჩეველთა სია (ელექტრონული ვერსია) 1 წლის ვადით ინახება", - ამბობენ ცესკოში.

რაც შეეხება ამ ინფორმაციის წაშლის პროცედურებს, ცესკოში განმარტავენ, რომ დოკუმენტაციის განადგურება თვითნებურად ვერ მოხდება და შესაბამის წესებთან დაკავშირებული ინფორმაცია გამოთხოვის შემთხვევაში მოგვეწოდება.

"ეროვნული არქივის დადასტურების გარეშე ნომეკლატურაში ცვლილება ვერ შევა, თვითნებურად ვერ მოხდება ასევე დოკუმენტაციის განადგურება. ყველაფერს აქვს თავისი ვადა და წესი და ეს ინფორმაცია შეიძლება გამოითხოვოთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესით და გაგეცემათ პასუხი"- უთხრეს BMG-ის ცესკო-ში.

ამომრჩეველთა ელექტრონული სიის შენახვის ვადები და წაშლის პროცედურები ერთ-ერთი საკითხია რაზედაც დღეს, ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

საქმე ისაა, რომ პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" ცესკო-ს საარჩევნო ტექნოლოგიების ამერიკულ კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტების გასაჯაროების თაობაზე მიმართა. პარტიაში მიუთითებენ, რომ მიმდინარეობს ცესკო-ს სერვერებზე არსებული ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, პარტიამ სასამართლოს მიმართა, რომ უზრუნველყოს ცესკო-ს სერვერებსა და ელექტრონულ აპარატებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ცესკო აიძულოს, ხელმისაწვდომი გახადოს ხმის მიცემის შესახებ ინფორმაცია.

თავის მხრივ, გიორგი შარაბიძე ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ინფორმაციის წაშლასთან დაკავშირებული ვადები თუ პროცედურები გაწერილია და საჯაროდაა ხელმისაწვდომი.

„კონტრაქტები საჯაროდ დევს არა ახლა, არამედ წელიწადზე მეტია. ვუპასუხეთ და Smartmatic-თან კონტრაქტებზე ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ.

რაც შეეხება ვადას და წაშლის პროცედურებს, ეგ გაწერილია ნომენკლატურის წესებით, ეგეც პოლიტიკის დონეზეა და შესაბამისად, ამ პასუხსაც მიიღებს ყველა, ეს არის საჯარო ინფორმაცია. იმ ვადის გარეშე არც პრეცედენტი ყოფილა და არც მომავალში მოხდება, რომ არათუ სია, არამედ რაიმე ტიპის ინფორმაცია წაიშალოს კანონით დადგენილი პროცედურის გარეშე.

მინდა ყველა დაინტერესებული პირი დავამშვიდო, რომ არავინ არაფერს არ შლის და არავინ არაფერს არ წერს შესაბამისი პროცედურების გარეშე საარჩევნო ადმინისტრაციაში. ჩვენ ერთ-ერთი პირველი ინსტიტუცია ვართ, რომელსაც აქვს დაწერილი უსაფრთხოების პოლიტიკა, აქვს უმაღლესი სტანდარტით ინფორმაციული პოლიტიკის განხორციელება.

რაც შეეხება [ბაზების] გახსნას, ინფორმაციას და ა.შ. ჯერ ერთი რომ ჩვენ არც გამოძიების და არც არაფრის არ გვეშინია, ეს დავადასტურეთ, როდესაც შესაბამისი მიმართვა გავაკეთეთ, ყოვლად აუხსნელი ბრალდებების გამო, რომელიც ისმის ხოლმე ხანდახან 1-ჯერ,2-ჯერ, 17-ჯერ და 37-ჯერ ხმის მიცემასთან დაკავშირებით“, - თქვა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

წყარო:https://bm.ge/

tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way