024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პარლამენტში 89 მანდატით იქნება წარმოდგენილი.
ოქმის თანახმადვე, საარჩევნო ბარიერი 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახა, მათგან ყველაზე ბევრი 19 მანდატი კი პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ მიიღო. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობას“ 16 მანდატი აქვს, „ძლიერი საქართველოს“ 14; პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ 12.
საარჩევნო სუბიექტის შედეგები ასეთია: „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - 3 892 ხმა, 0.19%’„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 229 161 ათასი ხმა, 11.03%, მანდატების რაოდენობა 19.„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 211 216 ხმა, 10.17%, მანდატების რაოდენობა 16;„ევროპელი დემოკრატები“ – 7955 ხმა, 0.38%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 50 599 ხმა, 2.44%;„ძლიერი საქართველო- ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 182 922 ხმა, 8.81%, მანდატების რაოდენობა 14;„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 15 103 ხმა, 0.73%;„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 1845 ხმა, 0.09%;„შეცვალე საქართველო“ – 12 528 ხმა, 0.60%; „საქართველო“ – 2780 ხმა, 0.13%;„თავისუფალი საქართველო“ – 4 145 ხმა, 0.20%;„ტრიბუნა“ – 2 483 ხმა, 0.12%;„ჩვენ“ – 2593 ხმა, 0.12%;„გახარია საქართველოსთვის“ – 161 521 ხმა, 7.78%, მანდატების რაოდენობა 12.„მემარცხენე ალიანსი“ – 1260 ხმა, 0.06%;„ქართველ ერთობა“ - 4500 ხმა, 0.22%;„გირჩი“- 62 223 ხმა, 3%;„ქართული ოცნება“ - 1 120 053; 53.93%, მანდატების რაოდენობა 89.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/