USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ცესკო - 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 41.62%-ია
თარიღი:  440

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 454 837 ამომრჩეველი მივიდა, რაც 41.62%-ს შეადგენს.

რეგიონების მიხედვით, აქტივობა ასე გადანაწილდა:

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 135 863; თბილისი 437 426; კახეთი 125 558; მცხეთა-მთიანეთი - 38 073; ქვემო ქართლი - 142 851;შიდა ქართლი - 98 338;სამცხე-ჯავახეთი - 62 339; რაჭა ლეჩხუმი - 15 765; იმერეთი - 220 771; გურია - 45 010; აჭარა - 13 2843.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის