USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ეს დღე ისტორიაში
дата:  323

18 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 169-ე დღე (ნაკიან წლებში – 170-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 196 დღე.

დღის მოვლენები

  • 1264 : ირლანდიის პარლამენტი შეიკრიბა კასლდერმოტში, კილდარის საგრაფო - ირლანდიის აღმასრულებელი ორგანოს პირველი ცნობილი შეხვედრა.
  • 1429 : ფრანგები ჟანა დ'არკის ხელმძღვანელობით ამარცხებენ ინგლისელებს პატეს ბრძოლაში, რაც გარდატეხის მომენტი გახდა ასწლიან ომში.
  • 1583 : ადამიანის სიცოცხლის პირველი დაზღვევა მსოფლიოში, ლონდონში რიჩარდ მარტინმა 383 ფუნტად დააზღვია უილიამ გიბსონის სიცოცხლე. 
  • 1767 : ინგლისელმა საზღვაო კაპიტანმა სემუელ უოლისმა შეამჩნია ტაიტი და პირველი ევროპელი გახდა, რომელმაც ამ კუნძულზე დადგა ფეხი.
  • 1778 : ამერიკის რევოლუციური ომი: ბრიტანელებმა ფილადელფია დატოვეს.
  • 1812 : აშშ-ის კონგრესმა ომი გამოუცხადა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს.
  • 1815 : ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონ ბონაპარტმა მეორედ და საბოლოოდ დაკარგა საფრანგეთის სამეფო გვირგვინი.
  • 1817 : ლონდონში გაიხსნა ვატერლოოს ხიდი.
  • 1903 : სან ფრანცისკოში სტარტი აიღო პირველმა კონტინენტურმა ავტორბოლამ, რომელიც სამი თვის შემდეგ ნიუ:იორკში დაასრულდა.
  • 1900 : ჩიენთის დედოფალმა ლონიუმ ბრძანა ყველა უცხოელის მოკვლა, მათ შორის დიპლომატებისა და მათი ოჯახების.
  • 1924 : ჯორჯ მაიკენი - პროფესიონალური კალათბურთელი, რომელიც მინეაპოლის ლეიკერსში თამაშობდა.
  • 1940 : შარლ დე გოლის განთქმული სახალხო მიმართვა.
  • 1932 : არსებობა შეწყვიტა ჩილეს სოციალისტურმა რესპუბლიკამ.
  • 1953 : ეგვიპტეში მონარქია გაუქმდა და გამოცხადდა ეგვიპტის რესპუბლიკა.
  • 1959: პირველად მოხდა ტელეგადაცემის ტრანსლირება ინგლისიდან აშშ-ში
  • 1967 : ჯიმი ჰენდრიქსმა საკუთარი გიტარა დაწვა სცენაზე მონტერეის პოპ ფესტივალზე.
  • 1979 : საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული შეიარაღებების შემცირების ხელშეკრულებას.
  • 1983 : ასტრონავტი სელი რაიდი პირველი ამერიკელი ქალი გახდა კოსმოსში.
  • 2006 : ყაზახეთმა პირველი ხელოვნური თანამგზავრი (KazSat) გაუშვა დედამიწის ორბიტაზე.
  • 2014 :
    • თურქეთის ყოფილ პრეზიდენტს ქენან ევრენს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 1980 წლის სამხედრო გადატრიალებაში ჩადენილი დანაშაულისათვის.
    • ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I გადადგა და ტახტი თავის შვილს, ფილიპე VI-ს დაუთმო.
  • 2021 : იბრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1812 : ივანე გონჩაროვი — რუსი მწერალი (გ.1891)
  • 1903 : რადიგე, რეიმონ — ფრანგი მწერალი (გ.1823)
  • 1929 : ჰაბერმასი, იურგენ — გერმანელი სოციოლოგი, ფილოსოფი
  • 1942 : მაკარტნი, პოლ — ინგლისელი მუსიკოსი, The Beatles-ის წევრი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1291 : ალფონსო III — არაგონის მეფე
  • 1936 : გორკი, მაქსიმ — რუსი მწერალი
  • 1960 : ალექსი-მესხიშვილი, შალვა — ქართველი ადვოკატი და პოლიტიკური მოღვაწე
  • 1974 : ჟუკოვი, გიორგი — რუსი სამხედრო მოღვაწე (დ.1896)
  • 1995 : ბაქრაძე, თამარ — ქართველი მსახიობი
  • 2010 : ჟოზე სარამაგო — პორტუგალიელი მწერალი

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • აზერბაიჯანი - ადამიანის უფლებების დღე
  • ეგვიპტე -  ევაკუაციის დღე, „ნილოსის დღესასწაული“ - ს (ძველეგვიპტური)
  • სეიშელის კუნძულები -  კონსტიტუციის დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • დოროთე ტვირელი
    • წმინდა მოწამენი მარკიანე, ნიკანდრე, იპერხი, აპოლონი, ლეონიდე, არიოსი, გიორგი, სელინე, ირინეოსი და პავმონე
    • თეოდორე მეუდაბნოე
    • ანუბი აღმსარებელი
    • აბბა დოროთე
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати