USD 2.6910
EUR 2.8756
RUB 2.9082
Тбилиси
ეს დღე ისტორიაში
дата:  341

21 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 294-ე დღე (ნაკიან წლებში – 295-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 71 დღე.

დღის მოვლენები

 
  • ძვ. წ. 2137 : ჩინეთში მზის დაბნელების პირველი აღწერა.
  • ძვ. წ. 63 : კონსული ციცერონი რომის სენატში წარმოთქვავს სიტყვას კატალინაას წინააღმდეგ.
  • 1512 : მარტინ ლუთერი ვიტენბერგის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორი ხდება.
  • 1520 : ფერნანდო მაგელანი გადის ატლანტისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელ სრუტეზე, რომელსაც შემდგომში მისი სახელ დაერქვა.
  • 1805 : ტრაფალგარის ბრძოლა - ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ადმირალ ლ. ნელსონის მეთაურობით ესპანეთის სანაპიროსთან დაამარცხა საფრანგეთისა და ესპანეთის ფლოტი. ეს დღე გახდა ბრიტანული ფლოტის დომინირების პერიოდის დასაწყისი, რომელიც მე-20 საუკუნემდე გაგრძელდა.
  • 1824 : ჯოზეფ ასპდინი აპატენტებს პორტლანდცემენტს.
  • 1858 : პარიზში კანკანი შესრულდა პირველად.
  • 1934 : მაო ძე-დუნმა დაიწყო „დიდი მარში“.
  • 1945 : საფრანგეთში ქალებმა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიიღეს.
  • 1945 : არგენტინის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი ხუან პერონი მსახიობ ევიტაზე ქორწინდება.
  • 1959 : ნიუ-იორკში გაიხსნა სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმი, შენობის პროექტის ავტორი იყო ფრენკ ლოიდ რაიტი.
  • 1967 : ვაშინგტონში გაიმართა საპროტესტო აქცია ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ. 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პარალელურად მსგავსი დემონსტრაციები ჩატარდა იაპონიაში და დასავლეთ ევროპაში.
  • 1983 : წონისა და ზომის მე-17 საყოველთაო კონფერენციაზე განისაზღვრა მეტრი სინათლის სიჩქარესთან მიმართებაში, როგორც დისტანცია, რომელსაც სინათლე გადის ვაკუუმში 1/299,792,458 წამში.
  • 1994 : ჩრდილოეთ კორეა და აშშ ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც ჩრდილოეთ კორეას აიძულებს გააჩეროს ბირთვული იარაღის პროგრამა და ინსპექციების ნება დართოს.
  • 2006 : სოფ. მირზაანში ჩატარდა ფიროსმანობა.
  • 2007 : კიმი რაიკონენი 2007 წლის ფორმულა ერთის ჩემპიონატში იმარჯვებს.
  • 2009 :
    • ფრუიტადენსი, უმცირესი ცნობილი ფრინველმენჯოსანი დინოზავრის სახეობა, აღმოაჩინეს.
    • მარშალის კუნძულების პრეზიდენტი ლიტოკვა ტომეინგი გადააყენეს ქვეყნის პირველ წარმატებულ უნდობლობის კენჭისყრაში.
  • 2011 : ტერორისტულმა ორგანიზაცია ეტამ განცხადება გაავრცელა ბრძოლის შეწყვეტის შესახებ.
  • 2012 : ქუთაისში საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბა.
  • 2014 : კონგოელი ექიმი დენის მუკვეგე სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

ალფრედ ნობელი
  • 1328 : ჩჟუ იუანჩჟანი — ჩინეთის იმპერატორი
  • 1675 : ჰიგასიამა — იაპონიის იმპერატორი
  • 1790 : ალფონს დე ლამარტინი — ფრანგი პოეტი
  • 1833 : ალფრედ ნობელი — შვედი გამომგონებელი (გ. 1896)
  • 1847 : ანტონიო ფავარო — იტალიელი მათემატიკოსი
  • 1881 : კლინტონ დავისონი — ამერიკელი ფიზიკოსი.
  • 1904 : გიორგი ვასილის ძე წერეთელი — ქართველი ენათმეცნიერი
  • 1925 : სელია კრუზი — კუბელი მომღერალი
  • 1929 : ურსულა ლე გიუნი — ამერიკელი მწერალი
  • 1945 : ნიკიტა მიხალკოვი — რუსი მსახიობი და რეჟისორი
  • 1949 : ბინიამინ ნეთანიაჰუ — ისრაელის პრემიერ მინისტრი
  • 1957 : ვოლფგანგ კეტერლე — გერმანელი ფიზიკოსი
  • 1964 : ჯონ კარინი — ამერიკელი მუსიკოსი

ამ დღეს გარდაცვლილნი

 
ჰორაციო ნელსონი
  • 310 : ეუსებიუსი — რომის პაპი
  • 1422 : შარლ VI შლეგი — საფრანგეთის მეფე
  • 1500 : გო-ცუჩიმიკადო — იაპონიის იმპერატორი
  • 1602 : დავით I — კახეთის მეფე
  • 1805 : ჰორაციო ნელსონი — ბრიტანელი ადმირალი (დაიღუპა ტრაფალგარის ბრძოლაში.)
  • 1845 : ნიკოლოზ ბარათაშვილი — ქართველი პოეტი.
  • 1931 : არტურ შილერი — ავსტრიელი დრამატურგი.
  • 1969 : ჯეკ კერუაკი — ამერიკელი მწერალი.
  • 1970 : თედორე ბეგიაშვილი — ქართველი ფილოლოგი და პედაგოგი, ფოლკლორისტი
  • 1984 : ფრანსუა ტრიუფო — ფრანგი კინორეჟისორი (დ. 1932)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ღირსი პელაგია
    • ღირსი ტაისია
    • პელაგია ქალწული
культура
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати