USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ეს დღე ისტორიაში
Date:  352

20 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 293-ე დღე (ნაკიან წლებში – 294-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 72 დღე.

დღის მოვლენები

  • 1740 : მარია ტერეზია ავსტრიის დედოფალი ხდება. საფრანგეთი, პრუსია, ბავარია და საქსონია პრაგმატულ სანქციას არ აღიარებენ და იწყება ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის.
  • 1818 : აშშ-მა და ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს კონვენციას, რომელმაც სხვასთან ერთად აშშ-კანადის საზღვარი დააწესა4 49-ე პარალელის გასწვრივ თითქმის მთელი კონტინენტის სიგრძეზე.
  • 1827 : ბრიტანეთის, საფრანგეთისა და რუსეთის მოკავშირე საზღვაო ძალები თურქეთისა და ეგვიპტის ფლოტს ანადურებენ ნავარინოს ბრძოლაში, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
  • 1883 : პერუ და ჩილე დაზავდნენ, რის გამოც ტარაპაკა ამ უკანასკენელს გადაეცა, ხოლო პერუ კი წყნარი ოკეანის ომს გამოეთიშა.
  • 1941 : მეორე მსოფლიო ომი - კრაგუიევაჩის ათასობით მოქალაქე დაიხოცა გერმანელების მიერ ოკუპირებულ სერბეთში.
  • 1944 : საბჭოთა ჯარებმა და იუგოსლაველმა პარტიზანებმა ქ. ბელგრადი გაათავისუფლეს.
  • 1970 : საბჭოთა კავშირში სპორტლოტოს პირველი გათამაშება გაიმართა.
  • 1973 : სიდნეის ოპერის თეატრი გაიხსნა.
  • 1984 : მონტერეიში (კალიფორნია) გაიხსნა მონტერეის უბის აკვარიუმი.
  • 2006 : ნასას მონაცემებით ოზონის ხვრელმა ანტარქტიკაზე 27.45 მილიონ კვ. კმ-ს მიაღწია, რაც შედარებისთვის აღემატება რუსეთისა და აშშ-ის ტეროტორიებს ერთად აღებულს.
  • 2007 : სამხრეთი აფრიკა ანგარიშით 15:6 ამარცხებს ინგლისს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში.
  • 2011 : ლიბიის ლიდერი - მუამარ კადაფი მოკლეს სირტეში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1463 : აკილინი, ალესანდრო — იტალიელი ფილოსოფოსი
  • 1469 : გურუ ნანაკ დევი — სიქხიზმის დამფუძნებელი
  • 1677 : სტანისლაუს I ლეშჩინსკი — პოლონეთის მეფე
  • 1808 : ანდრე, კარლ — გერმანელი გეოგრაფი
  • 1819 : საიდ ალი მუჰამდი ალ-ბაბი — ბაბიზმის დამფუძნებელი
  • 1854 : რემბო, არტურ — ფრანგი პოეტი (გ.1891)
  • 1891 : კენიატა, ჯომო — კენიის პირველი პრეზიდენტი 1964-1978 (გ.1978)
  • 1891 : ჩადვიკი, ჯეიმზ — ინგლისელი ფიზიკოსი
  • 1897 : ი-უნი — კორეის პრინცი
  • 1903 : აკაბორი სირო — იაპონელი ორგანოს-ქიმიკოსი და ბიოქიმიკოსი
  • 1908 : მიამოტო კენძი — იაპონიის კომუნისტური მოძრაობის მოღვაწე.
  • 1942 : ნიუსლეინ-ვვოლარდი, ქრისტიან — გერმანელი ბიოლოგი
  • 1946 : იელინეკი, ელფრიდე — ავსტრიელი მწერალი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1187 : ურბან III — რომის პაპი
  • 1631 : მესტლინი, მიხეილ — გერმანელი ასტრონომი და მათემატიკოსი
  • 1740 : კარლოს IV — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი
  • 1964 : ჰუვერი, ჰერბერტ — აშშ-ის 30-ე პრეზიდენტი (დ.1874)
  • 1967 : იოსიდა სიგერუ — იაპონიის პრემიერ-მინისტრი (დ.1878)
  • 1984 : დირაკი, პოლ — ინგლისელი ფიზიკოსი
  • 1994 : ბონდარჩუკი, სერგეი — რუსი კინორეჟისორი
  • 2002 : ფრესონი, ბერნარ — ფრანგი მსახიობი
  • 2011 : მუამარ კადაფი — ლიბიელი პოლიტიკოსი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოსებ ხუცესი
    • სერგი და ბაქოსი
    • იულიანე და კესარიოსი
    • პელაგია ტარსელი
    • პოლიქრონიოს ხუცესი
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way