USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
ეს დღე ისტორიაში
дата:  435

29 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 272-ე დღე (ნაკიან წლებში – 273-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 93 დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 61 : პომპეუს დიდი მეკობრეების დამარცხებით და მითრიდატეს ომების დასრულებით მესამე ტრიუმფს აღნიშნავს საკუთარ 45-ე დაბადების დღეს.
  • 855 : ბენედიქტე III რომის პაპი ხდება.
  • 1399 : რიჩარდ II-ის ირლანდიაში ყოფნით ისარგებლა ჰენრიხ ბოლინგბროკიმ და თავი მეფედ გამოაცხადა. კორონაცია მოხდა ჰენრიხ IV-დ, რიჩარდი ჩაამწყვდიეს ტაუერში გვიან კი დასაჯეს, ის გახდა პირველი მეფე რომელიც ტახტიდან გადადგა, ის იყო ბოლო პლანტაგენეტების დინასტიის მეფე, ხოლო ჰენრიხი გახდა პირველი ლანკასტერი მეფე.
  • 1650 : რობინსონ, ჰენრიმ ლონდონში პირველად მსოფლიოში გახსნა ქორწინების სააგენტო.
  • 1789 : აშშ-ის პირველი კონგრესი შეიკრიბა
  • 1793 : ინგლისურ სპორტულ ჟურნალში პირველად მოიხსენიება ჩოგბურთის თამაში
  • 1820 : სამხრეთ ამერიკაში შეიქმნა ენტრე-რიოსის რესპუბლიკა.
  • 1829 : ლონდონის რეორგანიზებული პოლიცია (შემდგომში სკოტლანდ იარდი) პირველი ოფიციალური პოლიციის დეპარტამენტი ხდება მსოფლიოში.
  • 1885 : ბლეკბულში პირველად ინგლისში დაიწყო სიარული ელექტრო ტრამვაიმ.
  • 1887 : დაფუძნდა საფეხბურთო კლუბი „ჰამბურგი“. გერმანიის 7 გზის ჩემპიონი, 1983 წ. ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, 1977 წ. თასის მფლობელთა თასის მფლობელი.
  • 1911 : იტალია თურქეთს ომს უცხადებს.
  • 1916 : როკფელერი, ჯონი, „სტანდარტ ოილის“ დამაარსებელი, გახდა პირველ ადამიანი რომლის ქონებამ 1 მილიარდი შეადგინა.
  • 1930 : შოუ, ჯორჯ ბერნარდი უარი განაცხადა პერის ტიტულის მიღებაზე.
  • 1938 : ბრიტანეთი, საფრანგეთი, ნაცისტური გერმანია და იტალია მიუნხენის ხელშეკრულებას დებენ, რითაც გერმანიას ჩეხოსლოვაკიის სედეტენლანდის რეგიონის ანექსიის უფლებას აძლევენ.
  • 1941 : ბაბი იარის ხოცვა - ნაცისტებმა ორი დღის განმავლობაში ბაბი იარის ხევში კიევთან 60.000-მდე ადამიანი დახოცეს, ძირითადად ებრაელები, ბოშები და საბჭოთა სამხედრო ტყვეები.
  • 1947 : საიდუმლო ქალაქ ჩელიბინსკ-40-ში ატომურ საწარმოო რეაქტორზე მოხდა ავარია, რომელიც ატომური ბომბისათვის პლუტონს აწარმოებდა. სადაც ძალიან დიდი ტერიტორია მოხდა დასხივების ზონაში.
  • 1963 : როლინგ სთოუნზმა დაიწყო თავისი პირველი ინგლისური ტურნე, რომელიც 3 ნოემბერს დაასრულა. მათთან ერთად გამოდიოდნენ ძმები ევერლი და ბო დიდლი, სულ მისცეს 30 კონცერტი
  • 1973 : დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობა ირლანდიასა და სსრკ-ს შორის.
  • 1976 : თბილისის დინამოს სტადიონზე პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი ჩატარდა თბილისის დინამოსა და უელსის კარდიფ-სიტის გუნდებს შორის.
  • 1988 : მშვიდობის ნობელის პრემია მიენიჭა გაეროს მშვიდობისმყოფელებს.
  • 1991 : ჰაიტიზე, სამხედრო გადატრიალებით პრეზიდენტი ჟან-ბერტრან არისტიდი გადააყენეს.
  • 2010 : კიმ ჩენ ირის მესამე ვაჟს, კიმ ჩენ უნს მიანიჭეს არმიის გენერლის წოდება და აირჩიეს მშრომელთა პარტიის ცენტრალური სამხედრო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარედ.

ამ დღეს დაბადებულნი

  • ძვ. წ. 106 : გნეუს პომპეუს მაგნუსი — რომაელი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი
  • 1518 : ტინტორეტო — იტალიელი მხატვარი.
  • 1547 : სერვანტეს საავედრა, მიგელ დე — ესპანელი მწერალი. დონ კიხოტ ლამანჩელის ავტორი
  • 1548 : ვილიამ V — ბავარიის ჰერცოგი
  • 1703 : ბუშე, ფრანსუა — ფრანგი მხატვარი
  • 1758 : ნელსონი, ჰორაციო — ბრიტანელი ადმირალი
  • 1806 : ფოიერბახი, ფრიდრიხ — გერმანელი ფილოსოფოსი
  • 1821 : ბარათაშვილი, სულხან — ქართველი ისტორიკოსი
  • 1862 : ოცხელი, იოსებ — პედაგოგი
  • 1880 : ლორთქიფანიძე, ნიკო — ქართველი მწერალი
  • 1881 : მიზესი, ლუდვიგ ფონ — ავსტრიელი ეკონომისტი და ლიბერალი
  • 1895 : თაყაიშვილი, ალექსანდრე — ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარის ავტორი
  • 1901 : ფერმი, ენრიკო — იტალიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1904 : ნიკოლოზ ოსტროვსკი — რუსი მწერალი
  • 1912 : ანტონიონი, მიქელანჯელო — იტალიელი რეჟისორი
  • 1913 : კრამერი, სტენლი — ამერიკელი კინორეჟისორი.
  • 1920 : პიტერ დენის მიტჩელი — ინგლისელი ბიოქიმიკოსი, 1978 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1930 : დექსტერი, კოლინ — ინგლისელი დეტექტივების მწერალი
  • 1931 : ჯეიმზ უოტსონ კრონინი — ამერიკელი ფიზიკოსი, 1980 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1933 : სამორა მაშელი — შანგანის ტომიდან. გამანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი. მოზამბიკის სახალხო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1975-86 წ.
  • 1936 : ბერლუსკონი, სილვიო — იტალიის პრემიერ-მინისტრი, მედია-მაგნატი, საფეხბ. კლუბის "მილანის" მფლობელი
  • 1943 : ვალენსა, ლეჰ — პოლონეთის პრეზიდენტი, 1985 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობისათვის.
  • 1976 : ანდრეი შევჩენკო — უკრაინელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 855 : ლოტარ I — გერმანელი მეფე
  • 949 : იოზეი — იაპონიის იმპერატორი
  • 1560 : გუსტავ I ვასა — შვედეთის მეფე
  • 1833 : ფერდინანდ VII — ესპანეთის მეფე
  • 1902 : ზოლა, ემილ — ფრანგი მწერალი
  • 1910 : ჰომერი, უინსლოუ — ამერიკელი გრაფიკოსი
  • 1913 : დიზელი, რუდოლფ — გერმანელი ინჟინერი.
  • 1925 : ბურჟუა, ლეონ ვიქტორ ოგიუსთ — ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე, 1920 წ. მშვიდობის ნობელის ლაურეატი
  • 1927 : ეინთჰოვენი, ვილემ — ჰოლანდიელი ფიზიოლოგი, ელექტროკარდიოგრაფიის დამაარსებელი. 1924 წ. ნობელის ლაურეატი.
  • 1929 : ტანაკა გიიტი — იაპონიის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე
  • 1930 : რეპინი, ილია — რუსი მხატვარი
  • 1954 : აბაშელი, ალექსანდრე — ქართველი მწერალი და პოეტი
  • 1956 : ანასტასიო სომოსა გარსია — ნიკარაგუის დიქტატორი 1937-1956 წწ.
  • 1981 : ბროდელე, ანა — ლატვიელი მწერალი
  • 2001 : ნგუენ ვან თჰიეუ — სამხრეთ ვიეტნამის მარიონეტი პრეზიდენტი (1967-1975).
  • 2010 : კერტისი, ტონი — ამერიკელი მსახიობი (დ. 1925)

დღესასწაულებ

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ისააკ და იოსებ ქართველები
    • ეფემია ყოვლადქებული
    • წმინდა სებასტიანა
    • წმინდა მელიტინა
    • ვიქტორი და სოსთენი
    • დოროთე მეგვიპტელი
    • წმინდა ლუდმილა
    • ღირსი პროკოპი
аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати