USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
ეს დღე ისტორიაში
дата:  336

20 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 263-ე დღე (ნაკიან წლებში – 264-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 102 დღე.

დღის მოვლენები

  • 1519: ფერდინანდ მაგელანი 270 მეზღვაურთან ერთად სანკულარ დე ბარამედას ნავსაყუდელიდან გადის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში.
  • 1596: დიეგო დე მონტემაიორმა ახალ ესპანეთში მონტერეი დააფუძნა.
  • 1633: გალილეო გალილეი გაასამართლეს ინკვიზიციის წინაშე დედამიწის მზის გარშემო მოძრაობის მტკიცების გამო.
  • 1854: ალმას ბრძოლა — ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯარები რუსებს ამარცხებენ ყირიმში.
  • 1879: ირლანდიის უძველესი კლიფტონვილის საფეხბურთო კლუბი დაარსდა.
  • 1881: ჩესტერ ართურის ინაუგურაცი მოხდა აშშ-ის 21-ე პრეზიდენტად.
  • 1891: ბენზინის საწვავით მოქმედი პირველი ავტომანქანა შექმნეს სპრინგფილდში, მასაჩუსეტსი.
  • 1918: ბაქოს კომისრები დახვრიტეს.
  • 1920: ესპანეთის ლეგიონი დაარსდა.
  • 1942: ლიტიჩივში, უკრაინა, გერმანელმა სს-ელებმა 3000 ებრაელი დახოცეს.
  • 1946: პირველი კანის კინოფესტივალი ჩატარდა.
  • 1969: ჯონ ლენონმა The Beatles დატოვა.
  • 1977: ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა გაეროს წევრი გახდა.
  • 1979: ცენტრალური აფრიკის იმპერიაში სახელმწიფო გადატრიალებით იმპერატორი ბოკასა I ჩამოაგდეს.
  • 1981: ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალებით პრეზიდენტი დევიდ დაკო ჩამოაგდეს.
  • 1990: სამხრეთ ოსეთის ოლქმა საქართველოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 2003: ლატვიაში ევროკავშირში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი ჩატარდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1853: ჩულალონგკორნი — ტაილანდის მეფე
  • 1880: ოიამა იკუო — იაპონიის საზოგადო მოღვაწე.
  • 1925: ანანდა მაჰიდოლი — ტაილანდის მეფე
  • 1930: ჯუმბერ ლომინაძე — ქართველი ფიზიკოსი. (გ. 2014)
  • 1934: სოფი ლორენი — იტალიელი მსახიობი
  • 1939: მიხეილ გიგინეიშვილი (უმცროსი) — ქართველი მეან-გინეკოლოგი.
  • 1944: ზორბეგ ებრალიძე — ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1246: მიხაილ ჩერნიგოველი — კიევის მმართველი
  • 1384: ლუი I — ნეაპოლის მეფე
  • 1826: მამია V გურიელი — გურიის უკანასკნელი მთავარი
  • 1898: თეოდორ ფონტანე — გერმანელი მწერალი
  • 1988: ოთარ ბაგრატიონ-მუხრანელი — ქართველი არქიტექტორი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა სოზონტი
    • ევოდი და ონისიფორე - სამოცდაათთაგანნი
    • წმინდა ევფსიქი
    • ღირსი ლუკა
область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати