USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ეს დღე ისტორიაში
Date:  613

19 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 262-ე დღე (ნაკიან წლებში – 263-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 103 დღე.

დღის მოვლენები

         335 : დალმატიუსს ბიძამისმა, კონსტანტინე I-მა, კეისრის წოდება მიანიჭა.
  • 1356 : პუატიეს ბრძოლაში ინგლისელებმა ფრანგები დაამარცხეს.
  • 1778 : კონტინენტური კონგრესი აშშ-ის პირველ ბიუჯეტს ამტკიცებს.
  • 1796 : ჯორჯ ვაშინგტონი გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოდის.
  • 1939 : წითელი არმია ვილნიუსს იღებს.
  • 1944 : ფინეთი და სსრკ დაზავდნენ.
  • 1946 : ევროპის საბჭო დაარსდა უინსტონ ჩერჩილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ციურიხის უნივერსიტეტში.
  • 1952 : აშშ ჩარლი ჩაპლინს ქვეყანაში დაბრუნებას უკრძალავს ამ უკანასკნელის ინგლისში გამგზავრების შემდეგ.
  • 1957 : აშშ-მა პირველი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა ჩაატარა.
  • 1983 : სენტ-კიტსი და ნევისი დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1985 : ძლიერმა მიწისძვრამ მეხიკოში ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და მრავალი შენობა დაანგრია.
  • 2007 : ქართველ არქეოლოგთა ჯგუფმა დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით დმანისში 1,8 მილიონი წლის ოთხი ადამიანისმაგვარი არსების ძვლები (სურათზე) აღმოაჩინეს.
  • 2015 : 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ტონგის ნაკრები ანგარიშით 17:10 დაამარცხა, რითაც, ამ ეტაპზე C ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
  • 2017 : 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრამ მექსიკაში 363 ადამიანი იმსხვერპლა.

ამ დღეს დაბადებულნი

 
  • 86 : ანტონინუს პიუსი — რომის იმპერატორი
  • 866 : ლევ VI — ბრძენი, ბიზანტიის იმპერატორი
  • 1551 : ანრი III (საფრანგეთი) — პოლონეთის და საფრანგეთის მეფე
  • 1749 : დელამბრი, ჟან ბატისტ ჟოზეფ — ფრანგი ასტრონომი
  • 1911 : გოლდინგი, ვილიამ — ინგლისელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1922 : პეპი, ვილი — ამერიკელი მოკრივე
  • 1926 : მასატოსი კოსიბა — იაპონელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
  • 1948 : აირონსი, ჯერემი — ბრიტანელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1339 : გო-დაიგო — იაპონიის იმპერატორი
  • 1881 : ჯეიმზ გარფილდი — აშშ-ს მე-20 პრეზიდენტი
  • 1989 : ბირმანი, ნაუმ — რუსი რეჟისორი
  • 2011 : გიზო ნიშნიანიძე — ქართველი მწერალი და პოეტი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს შინა, რომელ არს ხონა
    • ღირსი არქიპო
    • ევდოქსი, ზენონი და მაკარი
    • წმინდა რომილე და მასთან მრავალნი სხვანი
    • კირილე ჰორტინელი
    • წმინდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან 11 მოწამე.
    • ღირსი დავითი
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way