USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Тбилиси
ეს დღე ისტორიაში
дата:  303

10 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 191-ე დღე (ნაკიან წლებში – 192-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 174 დღე.

დღის მოვლენები

  • 1212 : უძლიერესი ხანძარი ლონდონის ისტორიაში ქალაქს მიწასთან ასწორებს.
  • 1778 : ამერიკის რევოლუცია - საფრანგეთის ლუი XVI ომს უცხადებს დიდი ბრიტანეთის სამეფოს.
  • 1796 : გერმანელმა მათემატიკოსმა კარლ ფრიდრიხ გაუსმა აღმოაჩინა, რომ ყოველი დადებითი რიცხვის წარმოდგენა შესაძლებელია მაქსიმუმ სამი სამხუთხა რიცხვის ჯამის სახით და დღიურში მისი განთქმული სიტყვები „Heureka! num= Δ + Δ + Δ“ ჩაწერა.
  • 1821 : ესპანეთისგან შესყიდული ფლორიდის ტერიტორია აშშ-ის განკარგვაში გადადის.
  • 1821 : არსებობა შეწყვიტა სამხრეთ ამერიკაში მდებარე ენტრე-რიოსის რესპუბლიკამ.
  • 1850 : მილარდ ფილმორი აშშ-ის მე-13 პრეზიდენტი ხდება.
  • 1890 : უაიომინგი გახდა აშშ-ს 44-ე შტატი.
  • 1925 : შეიქმნა საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტო (TACC), სსრკ-ის ოფიციალური ახალი ამბების სააგენტო.
  • 1962 : ორბიტაზე გადის ტელსტარი - მსოფლიოს პირველი საკომუნიკაციო თანამგზავრი.
  • 1973 : ბაჰამის კუნძულები დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1991 : ბორის ელცინი რუსეთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი გახდა.
  • 1992 : მაიამიში, ფლორიდა, პანამის ყოფილ ლიდერს მანუელ ნორიეგას 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ნარკობიზნესის და გამომძალველობისთვის.
  • 2002 : სოზების აუქციონზე პეტერ პაულ რუბენსის (სურათზე) ტილო „უცოდველთა ხოცვა“ $76,2 მილიონად გაიყიდა.
  • 2016 : ევრო 2016-ის ფინალში პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებმა მასპინძელი საფრანგეთი დამატებით დროში 1–0 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონი გახდა.
  • 2020 : თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი დაუბრუნდა.

ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1871 : პრუსტი, მარსელ — ფრანგი მწერალი (გ.1922)
  • 1915 : სოლ ბელოუ — ამერიკელი მწერალი (გ.2005)
  • 1921 : რევაზ ლაღიძე — ქართველი კომპოზიტორი
  • 1926 : ჯაბა იოსელიანი — ქართველი პოლიტიკოსი
  • 1942 : რონი ჯეიმზ დიო — ამერიკელი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ დიოს დამაარსებელი (გ.2010)
  • 1950 : შოთა ჩოჩიშვილი — ქართველი ძიუდოისტი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1559: ანრი II (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე. (დ.1519)
  • 1836 : ამპერი, ანდრე-მარი — ფრანგი ფიზიკოსი (დ.1775)
  • 1851 : დაგერი, ლუი — ფრანგი გამომგონებელი (დ.1787)
  • 1902 : ჭავჭავაძე, არჩილ — რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი
  • 1968 : ჰანჩარი, ფრანც — ავსტრიელი არქეოლოგი
  • 2006 : ბასაევი, შამილ — ჩეჩენი დამოუკიდებლობის მომხრე ვიცე-პრეზიდენტი
  • 2015: ომარ შარიფი — ეგვიპტელი მსახიობი (დ. 1932)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • გიორგი მთაწმინდელი
    • ლუკა იერუსალიმელი
    • კირიონ II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
    • ანეკტ კესარიელი
    • სამსონ უცხოთშემწყნარებელი
    • იოანა მენელსაცხებლე
    • სევირე ხუცესი
  • აგრეთვე:
    • ბაჰამა : დამოუკიდებლობის დღე
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати