USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Тбилиси
ეს დღე ისტორიაში
дата:  303

2 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 183-ე დღე (ნაკიან წლებში – 184-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 182 დღე

დღის მოვლენები

  • 1777 : ვერმონტი აშშ-ის პირველი შტატი გახდა, სადაც მონათმფლობელობა გაუქმდა.
  • 1853 : ყირიმის ომი - რუსეთის ჯარი ოსმალეთის იმპერიის მოლდავეთში შეიჭრა.
  • 1900 : ცეპელინით პირველი ფრენა განხორციელდა კონსტანცის ტბაზე, ფრიდრიხსჰაფენთან, (გერმანია).
  • 1924 : შეიქმნა სპორტული პრესისი საერთაშორისო ასოციაცია.
  • 1947: როზუელის ინციდენტი მოხდა. არაოფიციალური ვერსიით კატასტროფა განიცადა ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა.  ოფიციალური ვერსიით კი მეტეოროლოგიურმა ზონდმა.
  • 1964 : ხანგრძლივი დებატების შემდეგ პრეზიდენტმა ლინდონ ჯონსონმა ხელი მოაწერე პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ 1963 წელს  შემოთავაზეზებულ აქტს „ადამიანის უფლებების შესახებ“ რომლის მიხედვით იკრძალებოდა რასობრივი, გენდერული  რელიგიური და სხვა ნიშნით ადამიანის ჩაგვრა. 
  • 1976 : 1954 წელს გაყოფილი ჩრდილოეთ ვიეტნამისა და სამხრეთ ვიეტნამის ხელახლა გაერთიანებით შეიქმნა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკა. საიგონს დაერქვა ჰოშიმინი.
  • 1978 : აღმოაჩინეს ქარონი, პლუტონის თანამგზავრი.
  • 1985 : ანდრეი გრომიკო ინიშნება სსრკ-ის უზენაესი პრეზიდიუმის თავმჯდომარედ.
  • 1993 : რუსული საზღვაო ძალების მხარდაჭერით აფხაზ სეპარატისტთა დაჯგუფება იწყებს სადესანტო ოპერაციას სოფელ ტამიშთან.
  • 2001: აშშ-ში პაციენტს პირველად გადაუნერგეს ხელოვნური გული AbioCor.
  • 2002 : სტივ ფოსეტი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც დედამიწას შემოუფრინა საჰაერო ბურთით.
  • 2005 : Live 8 მასშტაბური კონცერტები იმართება მხოფლიოს უდიდეს ქალაქებში დიდი რვიანის ქვეყნების ხელმძღვანელობის ყურადღების მსოფლიო სიღარიბის პრობლემის გადაწყვეტისკენ მიმართვის მიზნით.
  • 2008 : NASA-ს განცხადებით კოსმოსურმა ზონდმა MESSENGER მერკურის ატმოსფეროში წყალი აღმოაჩინა.
  • 2009 : ინდოეთში გაუქმდა კანონი რომლის მიხედვით ჰომოსექსუალიზმი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებიოდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1877 : ჰესე, ჰერმან — გერმანელი მწერალი (გ.1962)
  • 1906 : ბეტე, ჰანს — გერმანელი ფიზიკოსი
  • 1923 : შიმბორსკა, ვისლავა — პოლონელი პოეტი
  • 1933 : გიგაური, თეიმურაზ — ქართველი მოქანდაკე
  • 1986 : ლოჰანი, ლინდსი — ამერიკელი მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 936 : ჰაინრიხ I — გერმანიის მეფე
  • 1566 : ნოსტრადამუსი — ფრანგი პოეტი, ექიმი და ალქიმიკოსი
  • 1778 : რუსო, ჟან-ჟაკ — ფრანგი ფილოსოფოსი (დ.1712)
  • 1954 : ანდრონიკაშვილი, კონსტანტინე — ქართველი რეჟისორი
  • 1961 : ჰემინგუეი, ერნესტ — ამერიკელი მწერალი (დ.1899)
  • 1971 : ფუკურო იპეი — იაპონელი მწერალი.
  • 1977 : ნაბოკოვი, ვლადიმირ — რუსი მწერალი (დ.1899)
  • 1989 : გრომიკო, ანდრეი — სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი (დ.1909)

საერთაშორისო თარიღი

  • მსოფლიო - სპორტული ჟურნალისტის საერთაშორისო დღე.

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • აზერბაიჯანი - პოლიციის მუშაკთა დღე.
  • ბრაზილია - შტატ ბაიას დღე.
  • ყაზახეთი - დიპლომატიური სამსახურის დღე.
  • კიურასაო - დროშის დღე.
  • ნორვეგია - მეფის დღე.
  • უკრაინა - საგადასახადო სამსახურის მუშაკთა დღე.
  • უზბეკეთი - ეროვნული ღერბის მიღების დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იუდა მოციქული
    • ზოსიმე მხედარი
    • პაისი დიდი
    • იოანე განდეგილი
    • პაისი ხილენდარელი
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати