USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
ეს დღე ისტორიაში
Date:  446

30 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 181-ე დღე (ნაკიან წლებში – 182-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 184 დღე.

დღის მოვლენები

  • 350 : რომაელმა უზურპატორმა ნეპოტიანუსმა, კონსტანტინიანეს დინასტიიდან, მაგნეტიუსის ჯარი დაამარცხა რომში.
  • 1422 : არბედოს ბრძოლა მილანის გრაფსა და შვეიცარიის კანტონებს შორის.
  • 1520 : ესპანელები ტენოჩტიტლანიდან განდევნეს.
  • 1651 : ბერესტეცკოს ბრძოლა პოლონელების გამარჯვებით დასრულდა.
  • 1688 : უკვდავი შვიდეული უილიამს მოწვევას უგზავნის, რითაც იწყება ინგლისის რომისგან დამოუკიდებლობის ბრძოლა, რაც დიდებული რევოლუციით დასრულდა.
  • 1758 : შვლიდწლიანი ომი - დომშტადტლის ბრძოლა.
  • 1805 : აშშ-ის კონგრესმა მიჩიგანის ტერიტორია დაამტკიცა.
  • 1893 : სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, იახერსფონტეინის საბადოში იპოვეს ალმასი „ეკესელსიორი“  რომლის წონა 995 კარატია.
  • 1894: გაიხსნა ლონდონის  „თაუერის ხიდი“
    • კორეამ  ჩინეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა
  • 1905 : ალბერტ აინშტაინი (სურათზე) აქვეყნებს სტატიას „მოძრავ სხეულთა ელექტროდინამიკის შესახებ“, სადაც შემოაქვს სპეციალური ფარდობითობის ცნება.
  • 1908 :ციმბირში, ტუნგუსთან ახლოს ოფიციალური ვერსიით ჩამოვარდა მეტეორიტი.
  • 1910 : დამთავრდა სატელეფონო კაბელის გაყვანა ევროპასა და სამხრეთ ამერიკას შორის. 
  • 1934 : გრძელი დანების ღამე - ადოლფ ჰიტლერის მომხრეების მიერ გერმანიაში მისი მოწინააღმდეგებიის სისხლიანი დარბევა.
  • 1936 : მარგარეტ მიჩელის რომანი „ქარწაღებულნი“ გამოქვეყნდა.
  • 1953 : პირველი შევროლე კორვეტი ჩამოვიდა კონვეიერიდან ფლინტში, მიჩიგანი.
  • 1960 : კონგომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა ბელგიისაგან.
  • 1964 : გადაიღეს მთვარის პირველი სურათები ახლო ხედით.
  • 1990 : აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია ერთიანდებიან.
  • 1997 : დიდ ბრიტანეთში გამოვიდა ჯოან როულინგის პირველი წიგნი ჰარი პოტერის შესახებ: „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“
  • 1997 : ჩინეთი საკუთარ განკარგვაში იბრუნებს ჰონკონგს, ასრულებს რა ამით ბრიტანელთა 156 წლიან კოლონიურ მმართველობას.
  • 2002 : ბრაზილია ამარცხებს გერმანიას 2-0 იოკოჰამაში, იაპონია, იღებს რა ჩემპიონის რეკორდულ, მეხუთე ტიტულს მე-17 მსოფლიო საფეხბურთო თასში.
  • 2005 : ესპანეთმა ერთი სქესის წყვილთა ქორწინება დაუშვა.
  • 2006 : პირველად ქუვეითის ისტორიაში ქალებს მიეცათ არჩევნებში კენჭისყრის უფლება.
  • 2010 : ქრისტიან-დემოკრატი კრისტიან ვულფი გერმანიის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • 2012 : საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ივანე მერაბიშვილი დანიშნა.
  • 2013 : მამნუნ ჰუსეინი პაკისტანის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1470 : შარლ VIII (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე
  • 1911 : მილოში, ჩესლავ — პოლონელი პოეტი (გ.2004)
  • 1966 : ტაისონი, მაიკ — ამერიკელი მოკრივე

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1817: აბრაამ გოტლობ ვერნერი — გერმანელი გეოლოგი და მინერალოგი. (დ. 1750)
  • 1966: ჯუზეპე ფარინა — იტალიელი ავტომრბოლელი. (დ. 1906)
  • 1986: ბენი გუდმენი — ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი (დ. 1909)
  • 2009: პინა ბაუში — გერმანელი მოცეკვავე, ქორეოგრაფი (დ. 1940)

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

  • გვატემალა - ჯარის დღე.
  • დანია - პრინცესა ალექსანდრას დაბადების დღე.
  • კონგო - დამოუკიდებლობის დღე.
  • სუდანი - რევოლუციის დღე.

საეკლესიო დღესასწაულებ

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • შალვა ახალციხელი
    • მოციქული აეტი
    • ფილონიდე კურიელი
    • იოსებ მეუდაბნოე
    • წმინდა პიორი
    • წმინდა მოწამენი მანუელი, საბაილი და ისმაილი
  • აგრეთვე:
    • კონგო : დამოუკიდებლობის დღე
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way